მსოფლიოში “ბარსელონას” ყველაზე პოპულარული 10 ვებგვერდი

მსოფლიოში “ბარსელონას” ყველაზე პოპულარული 10 ვებგვერდი

“ბარსელონა” მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, ხოლო თუ სოციალურ ქსელებს გავითვალისწინებთ – ყველაზე პოპულარული. ბუნებრივია, ასეთ კლუბს, მთელს პლანეტაზე უამრავი ვებგვერდი ეძღვნება.

გთავაზობთ მსოფლიოში “ბარსელონას” 10 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს და სიამაყით ვაცხდებთ, რომ მათ შორის ჩვენი საიტიცაა.

პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, “ბარსას” ოფიციალური საიტია, რომელიც 6 ენაზეა წარმოდგენილი და რომელსაც თვეში 6 მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

მე-2 ადგილს, თვეში 4.3 მილიონი ვიზიტორით, პოლონური Fcbarca.com იკავებს.

მესამე პოზიციაზე ესპანური Fcbarcelonanoticias.com არის თვიური 2.33 მილიონი ვიზიტორით.

მე-4 ადგილს “ბარსელონას” ამერიკელი გულშემატკივრების ვებგვერდი Barcablaugranes.com იკავებს, რომელსაც თვეში 2.12 მილიონი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

მე-5 პოზიციაზე დანიური Fcbarcelona.dk გავიდა თვიური 1.39 მილიონით.

მე-6 ადგილს კი ქართული Barcamania.ge იკავებს, რომელსაც თვეში 712 ათასი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

“ბარსელონას” ყველაზე პოპულარული საიტების ათეული:

# საიტი ქვეყანა თვიური ვიზიტორი
1 fcbarcelona.com გლობალური 6 262 000
2 fcbarca.com პოლონეთი 4 300 000
3 fcbarcelonanoticias.com ესპანეთი 2 330 000
4 barcablaugranes.com ამერიკა 2 120 000
5 fcbarcelona.dk დანია 1 390 000
6 barcamania.ge საქართველო 712 240
7 blaugrana.pl პოლონეთი 709 510
8 barcaforum.com დიდი ბრიტანეთი 633 460
9 barcanews.org ირანი 628 150
10 barca.ru რუსეთი 396 860

ჩვენთვის საამაყოდ, თუ “ბარსელონას” ოფიციალურ საიტს ენების მიხედვით დავყოფთ, გამოვა, რომ Barcamania-ს მხოლოდ ინგლისური (3.54 მილიონი) და ესპანური (1.63 მილიონი) საიტები უსწრებს, ხოლო კატალონიური (609 ათასი), ფრანგული (339 ათასი) და იაპონური (144 ათასი) საიტები ჩამორჩება.

თვიური ვიზიტორების გარდა, ჩვენი საიტი მოწინავეთა შორისაა სხვა მაჩვენებლებშიც. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. Direct Traffic, რაც განსაზღვრავს იმას, თუ ვიზიტორთა რამდენი პროცენტი შემოდის საიტზე თავისით, ფეისბუქის, საძიებო სისტემებისა და რეკლამების გარეშე. ანუ, შეგვიძლია ამ მონაცემით საიტის პოპულარობა გავზომოთ. რეიტინგით საუკეთესო ათეულში შემავალ საიტებს შორის, ამ მაჩვენებლით, Barcamania.ge მე-4 ადგილს იკავებს Barcanews.org-ის, Fcbarca.com-ისა და Barca.ru-ს შემდეგ. სამივე ამ საიტის მაჩვენებელი 90%-ს ცოტათი აღემატება, ჩვენი საიტზე კი, მომხმარებლების 88.07% თავისით შემოდის.

არის მაჩვენებელი, სადაც Barcamania.ge სულაც მეორე ადგილზეა. საუბარი გვაქვს Bounce Rate-ზე. ეს მაჩვენებელი ზომავს, თუ რამდენმა პროცენტს დატოვა საიტი იმ გვერდიდანვე, რა გვერდზეც თავდაპირველად შემოვიდა, ანუ, რამდენ პროცენტს არ მოეწონა საიტი. მიღებულია, რომ 26-დან 40%-მდე Bounce Rate ძალიან კარგი შედეგია, 41-დან 55%-მდე – საშუალო, 56-დან 70-მდე საშუალოზე ცუდი, ხოლო 70%-ზე ზემოთ – ცუდი. “ბარსელონას” ყველაზე პოპულარული 10 საიტიდან უმრავლესობა კარგ და საშუალო შედეგს აჩვენებს, მაგრამ არსებობს 2 გამონაკლისი – Barcaforum.com-ის Bounce Rate 7.21% არის, ხოლო Barcamania.ge-სი 18.54%. ეს ნიშნავს, რომ ამ საიტების ვიზიტორები ვებგვერდით განსაკუთრებით კმაყოფილები რჩებიან და სხვა გვერდებსაც ათვალიერებენ.

არსებობს კიდევ 2 მნიშვნელოვანი მონაცემი – საშუალოდ რამდენ წუთს ატარებს მომხმარებელი საიტზე და რამდენ გვერდს ათვალიერებს. გატარებული წუთების რეკორდი (6 წუთი და 18 წამი) Barcaforum.com-ს აქვს. შემდეგ მოდიან Fcbarca.com (5 წუთი და 21 წამი), Barca.ru (5 წუთი და 4 წამი) და Barcamania.ge (4 წუთი და 24 წამი). მომხმარებლის მიერ ერთი ვიზიტისას დათვალიერებული გვერდების საშუალო რაოდენობაშიც Barcaforum.com ლიდერობს 8.72 გვერდით, რომელსაც Barca.ru (3.70) და Barcamania.ge (3.55) მოსდევს.

შენიშვნა: მონაცემები მოცემულია ვებგვერდების სტატისტიკის მწარმოებელი ცნობილი პლატფორმის, Similarweb.com-ის მიხედვით და მოიცავს 2019 წლის ივლისის სტატისტიკას.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • Magician
    28 აგვ 2019, 22:28

    ეს კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ რამე წამახალისებელი უნდა გააკეთოთ, რათა მეტი მომხმარებელი მოიზიდოთ.