მესის ფანტასტიკური ჯარიმით, "ბარსელონამ" 6 000-გოლიან ნიშნულს მიაღწია, შემდეგ კი გადაცდა

მესის ფანტასტიკური ჯარიმით, "ბარსელონამ" 6 000-გოლიან ნიშნულს მიაღწია, შემდეგ კი გადაცდა

"ალავესთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში, "ბარსელონა" ლა ლიგაში გატანილი 6 000 ბურთის ნიშნულს გადაცდა. საიუბილეო პირველი გოლი იყო - ლეო მესის მიერ შესრულებული ჯარიმა, რომელიც ტურის საუკეთესო გოლებში აუცილებლად მოხვდება. 

მესის ასეთი მიღწევა აქამდეც ჰქონდა - ცხრა წლის წინ, კლუბის ისტორიაში მე-5000 გოლი სწორედ მან გაიტანა, შუალედში კი თითქმის გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელმა 125 ასისტი შეასრულა, 338 კი თავად გაიტანა. 

ყველაფერი 1929 წელს, "რასინგთან" გასვლით მატჩში დაიწყო, როცა მეტოქის კარში ბურთი პარერამ მოათავსა, ამის შემდეგ კი, საიუბილეო გოლები შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს:

მარკოს აურელიო - 1 000;

პედრო საბალა - 2 000;

კინი - 3 000;

გილერმო ამორი - 4 000;

ლიონელ მესი - 5 000;

ლიონელ მესი - 6 000.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Mishiko
    სტუმარი [?]
    #7 19 აგვისტო 2018 22:10
    0
    ციტატა: DebruyneDebruyne
    ლიონელ მესი -7000

    7000-ზეც მესი?? ეჭვი მეპარება
    geniosa1988
    სტუმარი [?]
    #6 19 აგვისტო 2018 22:00
    0
    საოცრება ხარ გენიოსო.ბარსას მარგალიტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 აგვისტო 2018 19:26
    0
    კინის და ამორის თამაში მახსოვს
    DebruyneDebruyne
    სტუმარი [?]
    #4 19 აგვისტო 2018 19:12
    0
    ლიონელ მესი -7000
    akiL
    სტუმარი [?]
    #3 19 აგვისტო 2018 17:05
    1
    მეფე კაპიტნად <3 მწყემსივით არის გუნდისთვის, ძალიან შეეტყო უკვე კაპიტნის პასუხისმგებლობები და შეიფერა კიდეც. ხელები უნდ დაგეღალოს თასის აწევიით წელს გენიოსოო :)))
    jaba1001
    სტუმარი [?]
    #2 19 აგვისტო 2018 11:22
    4
    მოსიარულე ლეგენდაა neutral_face
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 19 აგვისტო 2018 11:01
    9
    ლეგენდარული ხარ მესი. წელს ლიგის მოგების დიდი იმედი მაქვს შენ უნდა მოაგებინო ბარსელონას ლიგა და ბომბარდირი უნდა გახდე ლიგის