როგორ დაკარგა “ბარსელონამ” ზინედინ ზიდანი

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” ზინედინ ზიდანი

1995 წლის მიწურული. ორწლიანი უტიტულო პერიოდის შემდეგ, იოჰან კრუიფის მიერ შექმნილი “ოცნების გუნდის” დასასრული ახლოვდება. ამ მოვლენებისგან ჩრდილოეთით კი, ზინედინ ზიდანი მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება.

კრუიფს, გუნდის გადასარჩენად, რევოლუციური ცვლილებები სჭირდება. მისი გეგმა ასეთია: ცენტრალური თავდასხმა – ბატისტუტა და პიცი, შემტევები – ჟინოლა და ჯორკაეფი, გუნდის თამაში კი რაიან გიგზზე და ზინედინ ზიდანზე უნდა აეგოს.

კრუიფი ზიდანს ჯერ კიდევ 1992 წლიდან იცნობს. მაშინ, 20 წლის ფრანგი “კანში” თამაშობდა ლუის ფერნანდესის ხელმძღვანელობით. ფერნანდესმა იოჰანს დაურეკა და ზინედინის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოგვიანებით, კრუიფი იხსენებს: “ზიდანი ძალიან მორცხვი იყო და მუდმივად დუმდა. თუმცა, ბურთის მიღებისთანავე ის გარდაიქმნებოდა. ზიზუ სივრცეებსა და თამაშს აკონტროლებდა.”

მას შედეგ, უკვე ლეგენდა ჰოლანდიელს მომავალი ლეგენდა ფრანგი არ დავიწყებია.

4 წლის შემდეგ, როდესაც კრუიფმა ზიდანის შეძენა გადაწყვიტა, ინფორმაციის პრესაში გავრცელებისგან თავის დასაცავად, მან მოლაპარაკებები თავად წარმართა.

“ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ჩემი ერთი სიტყვა შეთანხმებისთვის საკმარისი იყო. “ბორდოზე” გავედით და ზიდანის ფასი გავიგეთ. მოლაპარაკებებს თავად ვაწარმოებდი იმისათვის, რომ გაზეთებს ხმაური არ აეტეხათ და იანვარ-თებერვალში ყველაფერი მშვიდად მოგვეგვარებინა. ზიდანს ვუთხარი, რომ ტრანსფერი ჩაიშლებოდა, თუ ის პრესასთან ამ თემაზე ისაუბრებდა.” – განაცხადა კრუიფმა.

ზიდანმა “ბარსელონაში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ჯერი კრუიფსა და “ბარსელონას” პრეზიდენტს, ნუნიესს შორის მოლაპარაკებაზე იყო.

ნუნიესი კრუიფის სიჯიუტეს შეჩვეული იყო, მაგრამ ზიდანის ფასის გაგების შემდეგ, ის ტრანსფერის წინააღმდეგ წავიდა. “ბორდო” არ აპირებდა პრობლემები შეექმნა და მზად იყო ზიზუ 3.5-4 მილიონად გაეყიდა. ნუნიესს ეს თანხა ძალიან გადაჭარბებული ეჩვენებოდა, რადგან ფრანგი ძალიან არასტაბილური იყო, არადამაკმაყოფილებლად მოსჩანდა მისი მენტალური მდგომარეობა და ის ხშირად იწვევდა უკმაყოფილებას. ზიდანში უკვე ვეღარ ხედავდნენ ახალ პლატინის და ამ საკითხზე დასმული მორიგი კითხვის დროს, ზინედინი ჟურნალისტებსაც ეჩხუბა: “ყელში ამოვიდა ეს შედარება! დროა გაიგოთ, რომ მე ზიდანი ვარ და ვერასდროს ვიქნები ახალი პლატინი. ვერც მოედანზე და ვერც მის გარეთ. მე არ ვარ ლიდერი და არც არასდროს ვიქნები – ეს არაა ჩემს ხასიათში. ვბრაზდები, როდესაც ზედმეტად მორცხვად და არაამბიციურად მომიხსენიებენ.”

ზიდანის იმდროინდელ თამაშში დიადი მომავლის დანახვა მხოლოდ ფეხბურთში კარგად გარკვეულ ადამიანებს შეეძლოთ და არა სპორტის ამ სახეობაში შემთხვევით მოხვედრილებს. კრუიფის მსგავსად, ზიზუს ტალანტი შენიშნა კენი დალგლიშმა, რომელიც ფრანგის “ბლექბერნში” მიწვევას ცდილობდა, მაგრამ პრეზიდენტმა მას უპასუხა: “რატომ ვიყიდოთ ზიდანი, როდესაც გვყავს ტიმ შერვუდი?” ერთი წლის შემდეგ, “ნიუკასლის” სკაუტებმა ზიდანზე მოხსენებაში ჩაწერეს: “ჩემპიონშიფის დონეზეც კი ვერ ითამაშებს.”

კრუიფისა და დალგლიშის მიერ მოწონებულმა ზიდანმა 1995/96 წლების სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, გუნდი უეფას თასის ფინალში გაიყვანა და საფრანგეთს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა. ის ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ლიდერობისთვის ემზადებოდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის კი კვლავ რჩებოდა ფეხბურთელად, რომელიც საშუალოზე მაღალი დონის გუნდებს არ აინტერესებდათ.

ორწლიანი უტიტულო პერიოდის შემდეგ, იოჰან კრუიფის სიტყვამ წონა დაკარგა, რასაც ჟოზეპ ლუის ნუნიესი კარგად იყენებდა. ერთ დროს ბიზნესმენი ნუნიესი “ბარსელონაში” დიდებისა და პრესტიჟის მოსახვეჭად მივიდა. ის ცდილობდა, დირექტორთა საბჭოს წევრებში კრუიფის ავტორიტეტი დაეგდო და ამის ხარჯზე საკუთარი აემაღლებინა. ნუნიესის ცდილობდა გუნდის მე-2 მწვრთნელი კარლეს რეშაკი თავის მხარეს გადაეყვანა, ამ დროს კი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჟოან გასპარი მოლაპარაკებებს ბობი რობსონთან აწარმოებდა.

კრუიფი კონტრაქტის გახანგრძლივებას ელოდა და ამ დროს, მან დამამცირებელი პირობები მიიღო. ახალი ხელშეკრულებით, ჰოლანდიელის უფლებები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ბუნებრივია, იოჰანი ასეთ პირობებს არ დასთანხმდა, რის შემდეგაც, ნუნიესის მითითებებით, კლუბში მისი შევიწროება დაიწყო.

ვიცე-პრეზიდენტი გასპარი კრუიფს მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების ტრანსფერების განხორციელებაში ადანაშაულებდა. “ასეთი ფეხბურთელების ამ ფასად ყიდვას ჩემი კონსიერჟიც კი მოახერხებს.” – ამბობდა გასპარი ზიდანის ტრანსფერზე.

საბოლოოდ, პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დირექტორთა საბჭო დაიყოლიეს და იმ დროისთვის კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გუნდიდან პრიმერას დასრულებამდე 2 ტურით ადრე დაითხოვეს. ეს “სელტასთან” გასამართი საშინაო თამაშის წინა დღეს მოხდა, მიზანი კი ის იყო, რომ კრუიფი გულშემატკივრებს არ გამოთხოვებოდა.

იოჰან კრუიფს ზურგში დარტყმა მისივე დამხმარემ, კარლეს რეშაკმა მიაყენა, რომელმაც სეზონის ბოლომდე გუნდის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა.

“დათხოვნის შემდეგ, ზიდანს დავურეკე და ვუთხარი, რომ შეთანხმება გაუქმებულია. მან მადლობა მითხრა და ამით ყველაფერი მორჩა.” – განაცხადა მოგვიანებით კრუიფმა.

“ბარსელონამ” “სანტოსიდან” ჯოვანი იყიდა, ზიდანი კი “იუვენტუსში” გადავიდა. ორი წლის შემდეგ, ზიზუმ საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, თავად კი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 1998 წელს, Don Balon-თან საუბრისას, ზიზუმ განაცხადა, რომ ესპანური გუნდებიდან “ბარსელონაში” თამაში სურს. მოგვიანებით, უკვე “რეალში” თამაშის დროს, მან სატელევიზიო ეთერში დაადასტურა, რომ ბავშვობაში, იტალიაში “იუვენტუსს”, ხოლო ესპანეთში “ბარსელონას” გულშემატკივრობდა.

ზიდანმა “კამპ ნოუზე” წარმატებას მაინც მიაღწია. ის “რეალის” მე-3 წარმომადგენელი გახდა (ალფრედო დი სტეფანოსა და ვისენტე დელ ბოსკეს შემდეგ), რომელმაც სტუმრად გამართული “ელ კლასიკო” ფეხბურთელობის დროსაც მოიგო და მწვრთნელის რანგშიც. გარდა ამისა, ზიზუ “რეალის” ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც “კამპ ნოუზე” ზედიზედ 4 თამაშის არწაგება მოახერხა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (8)

  • messi 10 messi
    16 აგვ 2018, 20:57

    ეს და ესეთები რამდენი გამაზეს ბარსას ხელმძღვანელობამ

  • basa7
    16 აგვ 2018, 19:36

    გასპარის და ნუნიესის დედას რო დაუარე. კაგად მახსოვს ეგ ამბები.

  • Roma-barca
    16 აგვ 2018, 17:22

    ფუ ამის!ესეც ბარსას ფანი ყოფილა და რეალში გადავიდა არა რააა სულ აკლდა ბარსას ხელმძღვანელობას,ჯერ ზიდანი გაუშვიათ ხელიდან მერე მოდრიჩი ისკოც და რავი კიდევ რამდენი რომლებიც კულეები იყვნენ

  • Anastasia13
    16 აგვ 2018, 16:07

    ციტატა: უეფადრიდი
    რამოს რო ზურთა თავში კოშტამ, ეგ მომენტი დაამუღამათ? :დ საკუთარი ბო.ზური ქცევებით პასუხობს კოშტა. გამოცადოს საკუთარ თავზეც, სალაჰს რო ფინალი გამოეტოვებინა და კარიუს ტვინის შერყევა დამართა კაი იყო? უბრუნდება ბო.ური ქცევები უკან. რა სასიამოვნო იყო რეალის ასეთ მდგომარეობაში ხილვა, ბო.ი გუნდი თავისი ბინძური და საზიზღარი კაპიტნით, გამოექანათ და საუკეთესო გუნდს დააფრინდით ერთ ადგლზე ახვრებო, ახვარი პერესი როგორი ჩა.მული იჯდა, შიგ მადრიდში უნდა ჩავასხათ.


    ჯანდაბასაც წაუღია რეალი ატლეტიკოც და ბარსელონაც თუკი ესე უნდა დაიბოღმოს და გაბოროტდეს საზოგადოება! მოწინააღმდეგეებს პატივი ეცით რა აზრები გიტრიალებთ თავებში ნეტავ ყველას ასაკი გამაგებინა აქ მეტი არ მინდა არაფერი

  • უეფადრიდი
    16 აგვ 2018, 15:15

    ციტატა: R A M O S 4
    კოპას ლომები ))


    კოპას ლომობა ჯობია სუდიების ლომობას )))

  • უეფადრიდი
    16 აგვ 2018, 15:00

    რამოს რო ზურთა თავში კოშტამ, ეგ მომენტი დაამუღამათ? :დ საკუთარი ბო.ზური ქცევებით პასუხობს კოშტა. გამოცადოს საკუთარ თავზეც, სალაჰს რო ფინალი გამოეტოვებინა და კარიუს ტვინის შერყევა დამართა კაი იყო? უბრუნდება ბო.ური ქცევები უკან. რა სასიამოვნო იყო რეალის ასეთ მდგომარეობაში ხილვა, ბო.ი გუნდი თავისი ბინძური და საზიზღარი კაპიტნით, გამოექანათ და საუკეთესო გუნდს დააფრინდით ერთ ადგლზე ახვრებო, ახვარი პერესი როგორი ჩა.მული იჯდა, შიგ მადრიდში უნდა ჩავასხათ.

  • NN
    16 აგვ 2018, 14:51

    Sastav instagramze griezmanis story naxet 😀 😀

  • უეფადრიდი
    16 აგვ 2018, 13:46

    ძალიან მაინტერსებს გუშIნდელ მატჩში რატომ არ იღებდნენ მონაწილეობას ჩაქირი, კაშაი და ოლივერი? ჩემი აზრით ძალიან დიდი დანაკლისი იყო მათი არ ყოფნა და შედეგიც სახეზეა, რონალდოზე და ზიდანზე დიდი ძალა გამოაკლდა გუნდს და სრულიად ლოგიკურია გუშIნდელი შედეგი ვფიქრობ.