workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
2 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რომერო 79'sports_soccer ბრუგუე 88'sports_soccer
ესპარტი 5'sports_soccer იამალი 19'sports_soccer იამალი (პენ) 48'sports_soccer ადეიემი 90+3'sports_soccer
ჰანსი ფლიკი: მეორე ტაიმში ვიწვალეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ

ჰანსი ფლიკი: მეორე ტაიმში ვიწვალეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ

“ლევანტესთან” გასვლაზე მოპოვებული 4-2 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გუნდის გარჯა შეაჯამა. გერმანელმა სპეციალისტმა შედეგი და მოპოვებული სამი ქულა დადებითად შეაფასა, თუმცა არ დამალა, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდს გარკვეული პრობლემები შეექმნა.

“შესანიშნავი დასაწყისი გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში ცოტა ვიწვალეთ. როდესაც ანგარიში 3-0 გახდა, თამაში უკეთ უნდა გაგვეკონტროლებინა. ‘ლევანტე’ საკუთარ მოედანზე თამაშობდა და ძალიან კარგად იასპარეზა. ამასთან, მოედნის საფარიც არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში – ისეთ კონდიციაში ნამდვილად არ იყო, როგორშიც უნდა ყოფილიყო.”

პასუხისმგებლობა პირველ გაშვებულ გოლზე

ფლიკმა პირველ გაშვებულ გოლზე პასუხისმგებლობა პირდაპირ საკუთარ თავზე აიღო და განმარტა, რომ ჩავი ესპარტის შეცვლა დაგვიანდა:

“პირველი გოლი, რომელიც გავუშვით, ჩემი ბრალი იყო. შეცვლის გაკეთება გვინდოდა, ესპარტმა თავადაც გვთხოვა, მაგრამ მოცდა გადავწყვიტეთ. თუმცა კმაყოფილი ვარ – გავიმარჯვეთ და თამაში ძალიან მაგრად დავიწყეთ. ასევე მხედველობაში უნდა გვქონდეს მომდევნო შეხვედრებიც: ოთხშაბათს და შემდეგ კვირას, კვლავ გასვლაზე.”

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ რთული მომენტების გადალახვა გუნდს აძლიერებს:

“მარტივი არ ყოფილა, თუმცა გარედან მარტივი ჩანდა. საბოლოო ჯამში, ბრძოლა და წვალება გვიწევს – არის სიტუაციები, სადაც ბევრად უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ასეთ მომენტებში გადარჩენა და შედეგის შენარჩუნებაც პროგრესის ნაწილია.

შესვენებაზე მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ იყო და ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. ‘ლევანტეს’ საკუთარ მოედანზე ბოლო რვა შეხვედრა არ წაეგო. მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ჩვენი მიზანია გარკვეული დეტალების გამოსწორება, მათ შორის პოზიციურად და პასების სიზუსტეში. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად.”

პენალტის შემსრულებელი, ადეიემის გოლი და გორდონი

იმის შესახებ, თუ რატომ შეასრულა პენალტი ლამინ იამალმა, ფლიკმა განმარტა, რომ სტანდარტულ სიტუაციებს გუნდში დელა (ასისტენტი) კურირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მოთამაშეები იღებენ:

“მოთამაშეები თავად წყვეტენ – ის ურტყამს, ვინც იმ მომენტში თავს საუკეთესოდ გრძნობს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მიდგომაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და პენალტის დარტყმა ყველას შეუძლია.”

გერმანელმა სპეციალისტმა კარიმ ადეიემის ბრწყინვალე გოლიც შეაქო:

“ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როდესაც ის სრულად კონცენტრირებულია, ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას მრავალი წელია ვიცნობ და კარგად ვიცი, რა შეუძლია მოგვცეს. განსაკუთრებით მეოთხე გოლის ეპიზოდში ითამაშა საოცრად – სწორედ ეს მინდა მისგან ვნახო. ზედმეტი მოდუნება და ეიფორია გამორიცხულია, ის ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყოს.”

ენტონი გორდონზე საუბრისას კი ფლიკმა დასძინა:

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ბურთის შენარჩუნებას ახერხებს, თუმცა ის თავდამსხმელია და გოლების გატანაც აუცილებელია. კმაყოფილი ვარ და ვაფასებ იმას, რასაც ის გუნდს აძლევს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 13 სექ 2026, 22:31
    #1

    მაგარი ხარ ფლიკ მაგრამ პრაგმატული ფეხბურთი უბრალოდ არ იცი აი ეს განსხვავება შენდა ლუჩოს შორის ✌🏻