workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიული სტარტის გამეორება: ბარსელონამ სეზონის საწყისი 6 მატჩი მოიგო

ისტორიული სტარტის გამეორება: ბარსელონამ სეზონის საწყისი 6 მატჩი მოიგო

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის "ბარსელონამ" საწყისი ექვსივე ოფიციალური შეხვედრა მოიგო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო 100%-იანი სტარტის რეკორდი გაიმეორა, რაც აქამდე მხოლოდ სამჯერ იყო დაფიქსირებული. კატალონიელებს ოთხშაბათს, "რასინგთან" მატჩში, ისტორიის გადაწერისა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების მოპოვების უნიკალური შანსი ეძლევათ.

ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” გამარჯვებების სერიას განაგრძობს. გუნდის ირგვლივ არსებულ ბრწყინვალე განწყობას ციფრებიც სრულად ამყარებს: ქულები, გოლები და უწყვეტი მოგებები. კატალონიელებმა 2026/27 წლების სეზონის საწყისი ექვსივე ოფიციალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს – ერთი ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენორდთან” და ხუთი ლა ლიგაში: “ელჩესთან”, ბილბაოს “ატლეტიკთან”, “რაიო ვალეკანოსთან”, “ვალენსიასთან” და ახლა უკვე “ლევანტესთან”.

ისტორიაში მხოლოდ მეოთხედ

ამ სერიით გერმანელი სპეციალისტის გუნდმა სეზონის საუკეთესო 100%-იანი სტარტის ისტორიული რეკორდი გაიმეორა. “ბარსელონას” არსებობის მანძილზე საწყისი ექვსი შეხვედრის მოგება აქამდე მხოლოდ სამმა შემადგენლობამ შეძლო.

  • პირველად ეს თითქმის საუკუნის წინ, 1929/30 წლების სეზონში მოხდა – ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მეორე გათამაშებაში ჯეიმს ბელამის გუნდმა პირველი ექვსივე მატჩი მოიგო.
  • სამი ათწლეულის შემდეგ, 1960/61 წლებში, მიღწევა ლიუბიშა ბროჩიჩის ფორმაციამ გაიმეორა, რომელმაც ლა ლიგის საწყის ოთხ ტურთან ერთად ჩემპიონთა თასის 1/16-ფინალში ბელგიური “ლიერსი” ორჯერ დაამარცხა.
  • კიდევ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2018/19 წლების სეზონში, მსგავს შედეგს ერნესტო ვალვერდემ მიაღწია. იმ სეზონში ექვსი გამარჯვება სამ სხვადასხვა ტურნირზე განაწილდა: სეზონი “სევილიასთან” ესპანეთის სუპერ თასზე მოგებით გაიხსნა, რასაც ლა ლიგაში ოთხი მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან გამარჯვება (4-0) მოჰყვა.

შანსი ისტორიის გადასაწერად

ყველა ზემოთ ხსენებულმა გუნდმა ექვსი შეხვედრა მოიგო, თუმცა მეშვიდე გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა შეძლო:

  • 1929 წელს გუნდმა მეშვიდე შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკთან” “ლეს კორტსზე” ფრე ითამაშა.
  • 1960 წელს ბროჩიჩის გუნდი “მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდა.
  • ვალვერდეს “ბარსელონამ” კი საკუთარ მოედანზე “ჟირონასთან” ფრედ 2-2 ითამაშა.

ამჟამინდელ “ბარსელონას” ისტორიის გადაწერისა და აბსოლუტური რეკორდის დამყარების იდეალური შესაძლებლობა აქვს: ოთხშაბათს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ, ჰანსი ფლიკის გუნდს შეუძლია გახდეს პირველი, ვინც სეზონს ზედიზედ შვიდი გამარჯვებით დაიწყებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 სექ 2026, 18:15

    ეს კალენდარიც როგორ წამოგვეშველა, იმედია რეალიც მოყვება ამ სიაში.

  • Pet27Ree
    Pet27Ree ახალბედა
    schedule 14 სექ 2026, 11:59

    რასინგს მარტივად მოუგებენ და მინიმუმ 11-12 მოგება უნდა გადააბან.

  • QINQO
    QINQO ვეტერანი
    schedule 14 სექ 2026, 09:24

    მომდევნო თამაშებს რომ გადავხედოთ მინიმუმ 10-მდე თავისუფლად უნდა ავიდეს ეს რეკორდი

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 14 სექ 2026, 00:29

    რასინგთან უეჭველად მოიგებენ, ბომბარდირობაზე ბევრს ექნება პრეტენზია ამ გუნდში და კაი შანსია ბევრი გოლის გასატანად, აი
    შემდეგი იქნება საინტერესო სევილიასთან გასვლაზე, მერვეც უნდა მოიგონ და შემდეგიც უფრო ისტორიული იქნება და საერთოდ ყველა უნდა მოიგონ მაგის დედაც 😂