როგორც ჩანს, “ბარსელონას” ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი, კარლეს პერესი კატალონიურ კლუბში წარმატების მიღწევის იდეითაა შებყრობილი.
Sport-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელს ევროპის რამდენიმე კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ მან ყველა გუნდს უარი უთხრა, რადგან პერესს მხოლოდ “კამპ ნოუზე” თამაში სურს. კარლესის მიზანი “ბარსელონას” პირველ გუნდში მოხვედრაა.
იმის გათვალისწინებით, რომ ლუის სუარესი და უსმან დემბელე “ბარსელონას” შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, კარლესი დიდი ალბათობით, “ბეტისთან” მატჩის განაცხადში მოხვდება. იმედი ვიქონიოთ, რომ პერესი ამ შანსს გამოიყენებს.




ძალიან მომწონს ეს ბიჭი
მოიხოდე რაა პერეეეს დემბელე უდისცილინო შაურმი ჭამიაა დასვი სკამზეე
არა ბატონო არესმის ეგ ზოგზოგიერთებს დაჟე რომგააკრიტიკო ეგრე ყველას მოდის კაცოო ამბობენ და აჰა
რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ზარალია დემბელე და მასში გადახდილი თანხა თითქმის გადაყრილია წყალში. მიზეზების ძებნა შორს წაგვიყვანს, რეალობა ერთი და ვერაფერი შეცვლის. გუნდისთვის ვინაა მნიშვნელოვანი ჩემთვის ეგაა საქმე, თორე არავისი ჯავრი და ჯინა არ მჭირს ნამდვილად.