რატომ ვერ შეძლო ბრაზილიელმა “ბარსელონაში” თავის დამკვიდრება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გამოცემა Sport შეეცადა.
მარსელო ბიელსა საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებაა და სხვადასხვა კლუბები მას აზრსაც ეკითხებიან, სანამ ტრანსფერს განახორციელებენ. ერთხელ “ბირმინგემის” მწვრთნელი პეპ კლოტეტი მასთან რჩევისთვის მივიდა, ეყიდა თუ არა არგენტინელი მოთამაშე. ბიელსამ მას საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.
“შენ შესაძლოა ნახე მისი ათასობით ვიდეო, გამოიკვლიე ტრავმები, მისი ისტორია პირადი ცხოვრება, სიღრმისეულად გააანალიზე მისი სტატისტიკა, ფაქტობრივად, შეგიძლია ყველაფერი იცოდე. თუმცა არის ერთი არაკონტროლირებადი ცვლადი: როგორ შეეგუება იგი ახალ გარემოს. შეუძლებელია იცოდე, ვინაიდან ეს ახალი რეალობაა. რაღაც ახალი, რომელსაც მის გადმოსვლამდე ვერ განსაზღვრავ.”
ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონური” კარიერა ბიელსას სიტყვების ცხადი დადასტურებაა.
ერთსულოვანი აპლოდისმენტები
იმ ინვესტიციის მიღმა, რომელიც კოუტინიოში ჩაიდო, ყველა თანხმდებოდა, რომ ბრაზილიელი კლუბისთვის შესაფერისი იყო. “ბარსელონამ” შეიძინა მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, კლოპის გუნდის ერთ-ერთი უცვლელი წევრი. კლოპმა, რომელიც გრძნობდა თითოეული მოთამაშის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, კოუტინიოს უთხრა: “დარჩი და ჩვენ ერთად დავასრულებთ შენი საპატივცემულო ქანდაკების მშენებლობას. წახვალ სხვა კლუბში და შენ აღარ იქნები განსხვავებული. აქ შენ შეგიძლია განსხვავებული იყო.”
არაჩვეულებრივი დასაწყისი
კოუტინიო კლუბში იანვარში გადმოვიდა. ვინაიდან იგი უკვე “ლივერპულის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, “ბარსას” შემადგენლობაში ამ ტურნირზე თამაში არ შეეძლო. ბრაზილიელის პირველი მატჩები შეგვიძლია დავასათაუროთ ფლორენტინო პერესის სიტყვების პერეფრაზით “დაბადებულია “ბარსაში” სათამაშოდ”. ის კომფორტულად გრძნობდა თავს ახალ გარემოში, თავის პოზიციაზე. მან დაიწყო გოლების გატანა და ასისტების გაკეთება. 8 გოლი ლა ლიგაში, 2 კოპა დელ რეიზე (ნახევარფინალსა და ფინალში) 5 საგოლე გადაცემა პრიმერაში და ერთიც თასზე. ეს ყველაფერი მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში. თუმცა, რაღაც შეიცვალა…
განსხვავებული გეგმები
სპორტულმა მენეჯმენტმა “ბარსელონაში” გადმოსვლისას კოუტინიოს აუხსნა, რომ ინიესტას პოზიციაზე ითამაშებდა. ამიტომ მას არ უნდა ეცადა ყოფილიყო ნეიმარი და ეთამაშა ფლანგზე. მისი პირველი თამაშიდან სწორედ ეს გამოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდეს სხვა გეგმა ჰქონდა. მან კოუტინიო ფლანგზე დააბრუნა. ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგაც ბრაზილიელმა თავისი პოზიცია და ბუნებრივი როლი ვერ იპოვა. კოუტინიო მოიდანს დაშორდა, დაკარგა საკუთარი თავის რწმენა.
სიმკტიცის ნაკლებობა
როდესაც მოედანზე ყველაფერი რიგზე არ არის, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურს და შენში 160 მილიონი გადაიხადეს, აჯანყების გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება. როდესაც ვინმე კმაყოფილი არ არის მიცემული დავალებით, ყველა ჩივილს იწყებს, თუმცა კოუტინიოს ეს არასდროს გაუკეთებია. ზედმეტი თავმდაბლობით, მას არასდროს მოუთხოვია ის, რაც რეალურად ეკუთვნოდა. მესიმ და სუარესმა სიყვარულით მიიღეს, მაგრამ არა ყველამ. ზოგმა თანაგუნდელმა დამცინავად უთხრა მეტი ევარჯიშა დარბაზში – ასეთი უხეშობა შესაბამის პასუხს იმსახურებდა, ბრაზილიელი კი ასეთი არ არის. როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის, საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და უკეთესობისკენ შეცვალო. თუმცა, კოუტინიო მებრძოლი სულის პატრონი არ გამოდგა.
კოპას ფინალის?
ხო+ ეგ კიდე, რავი რა მართლა რაღაცას ჩალიჩობენ ეტყობა ერნესტა და ბართუშა
მენტალურად ძალიან სუსტი ბიჭია ზოგადად, ეგ ერთი, მეორე კიდე და მთავარი მწვრთნელია რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება გქონდეს კოუს ნიჭი და უნარები და ვერ გამოიყენო, უფრო რთულია ესეთ იგროკში ჩაახშო ნიჭი ვიდრე პირიქით. გვარდიოლასთვის რო დაგევალებინა სპეიალურად გააფუჭეო მაინც ვერ უზამდა იმდენს რამდენიც ვალვერდემ უქნა. არანაირი მხარდაჭერა მწვრთნელისგან, არანაირი პოზიციური ცვლილება როცა ნახა რო იქ ვერ თამაშობდა სადაც აყენებდა, ბოლოს გუნდისგანაც აღარ მოდიოდა მხარდაჭერა მე ესე ვხედავდი, მოკლედ ყველანაირად ცუდი პერიოდი დაემთხვა ამ საცოდავს, ლუჩოს დროს იფრენდა, პეპის დროზე რო აღარაფერი ვთქვათ. ლუჩო არ იყო ტოპ კლასი და ბევრ ხისთავიან გადაწყვეტილებას იღებდა ხშირად მარა როცა ხედავდა ვინმე ვერ იხოდებოდა ეგრევე ეხმარებოდა. თან სად ლუჩოს ავტორიტეტი და სად ამის, ვინაა ალბათ ბილბაოს ფეხბურთელების გარდა არავინ იცის. მოკლედ შავად შევა ეს წლები ბარსას ისტორიაში, 400 მილიონი გადავიხადეთ 3 კაცში და ჩემი ფეხები. გვარდიოლას მაგდენი 3 წლის განმავლობაში რო დაეხარჯა იდეალურზე იდეალური გუნდი გვეყოლებოდა. ბედი გინდა რა, 100 მწვრთნელიდან 1 ია მარტო ისეთი ვინც შეიძლება კოუუტინიო გააფუჭოს და ზუსტად ის ერთი შეხვდა თან სად, ბარსას მწვრთნელად. და კიდე მოგვიწევს მინიმუმ 1 წლით ატანა. მეტიც არ გაგვიკვირდეს, ბარსას ფილოსოფიის ნგრევას იდეალურად უძღვება და რატო მოხსნის ბართომეუ როცა გუნდის N1 მტერია?
ლუის ენრიკეს იუვენტუსტან წაგებული მეოთხედ ფინალი არ აპატიეს ისე მოხსნეს და ვალოდიას რომასთან და ლივერპოლთან გამოვარდნას პატიობენ ვაფშე ვალვერდედან დაწყებული და ბართომეუთი დამტავრებული უნდა გააჯმევინო კლუბიდან ვაფშე მარტო კლალიკო არარის მთავარი
უმოტივაციო უვიცი მწვრთნელი რაში უნდა გამოგვადგეს მართლა მტერია გუნდის და აზრზე არარი მარათვის ბართომეო/
კოპას ფინალის?
ხალიფა 50 მილიონს ითხოვს არენდაში.სულ გაგიჟდა
და მაინც არ გააჯმევინეს ერნესტას+ დღემდე ვერ ვხვდები როგორ გააჩერეს რომის და ლივერპულის მერე
როგორ მოკლეს კოუტინიო ამ სვარკა მწვრელმა და უნიათო ხელმძღვანელობამ :(((
@EsportsRAC1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ბრაზილიელის გასაოფიციალურებლად სამზადისი უკვე დაიწყო. ყოფილი ფეხბურთელის წარსადგენად ვიდეო რგოლიც მზად არის. ამასთან, კლუბმა NIKE-ს სპეციალური ფორმა დაუკვეთა.
სად იწერება
იწერება ბარსამ იყიდა ნეი და nikes დამატებითი ფორმები შეუკვეთაო ეს უკვე მომწონს
My Webpage
დღეს უკვე ანუ 21 აგვისტოს რობერტ ლევანდოსვკის დაბ.დღეა.იგი 30 წლის გახდა.