workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC1: “ბარსელონას” საბოლოო ოფიციალური შეთავაზება პსჟ-ს

RAC1: “ბარსელონას” საბოლოო ოფიციალური შეთავაზება პსჟ-ს

დღეს “ბარსელონას” ხელმძღვანელებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ჟოზეპ ბართომეუ (პრეზიდენტი), ჟოზეპ ბართომეუ (ვიცე-პრეზიდენტი), ოსკარ გრაუ, ხავიერ ბორდასი, ერიკ აბიდალი, რამონ პლანესი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი “პარი სენ-ჟერმენისთვის” საბოლოო შეთავაზების მოსამზადებლად შეიკრიბნენ. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს. 

კატალონიელების მიერ შეთავაზებული თანხა არ სახელდება, თუმცა “ბარსაში” ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ პსჟ მათ უარს არ ეტყვის. 

საუბარი ისეთი ტიპის შეთანხმებაზეა, როგორიც ფილიპე კოუტინიოს შემთხვევაში მოხდა – იჯარა და შემდეგ გამოსყიდვის უფლება. 

“პარი სენ-ჟერმენი” სავარაუდოდ, სულ მცირე, 100 მილიონ ევროს მიიღებს, ტრანსფერში ჩართული ფეხბურთელი კი ივან რაკიტიჩი იქნება. 

სიტუაციის განვითარებას მადრიდის “რეალიც” ყურადღებით აკვირდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • gurgenidze
    schedule 19 აგვ 2019, 23:41
    #1

    Dembos travma aq.. dzaan davigale ukve.. meimedrba mara magis travmebma tvini waigo gaushvan sanam droa..