“ბარსელონას” ძალიან შთამბეჭდავი და ამავდროულად საინტერესო სტატისტიკა აქვს გასვლით მატჩებთან დაკავშირებით ყველა ტურნირზე. “ბარსელონას” მეტოქის სტადიონი წლევანდელ სეზონში გატანილი გოლის გარეშე არ დაუტოვია. კატალონიელებს მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდათ, მაქსიმუმ 8.
“ჩემპიონთა ლიგა”: გასვლაზე გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში გოლის გატანა მოახერხა, “რუბინი” 1:1 “ბარსელონა”, “კოპენჰაგენი” 1:1 “ბარსელონა”, “პანათინაიკოსი” 0:3 “ბარსელონა”, “არსენალი” 2:1 “ბარსელონა”.
“ესპანეთის ჩემპიონატი”: ” ლა ლიგის” ყველა მატჩში გასვლაზე “ბარსელონამ” თავი იჩინა, გაიტანა 43 გოლი, რაც 2.86 ბურთს უდრის ერთ თამაშში. საუკეთესო გოლეადორი გასვლებზე კი ლეო მესია 15 ბურთით.
“სუპერ თასი”: ამ ტურნირზე “ბარსელონამ” ერთი გასვლითი შეხვედრა ითამაშა “სევილიასთან” და დამარცხდა, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოახერხა 3:1.
“ესპანეთის სამეფო თასი”: “ბარსელონამ” გასვლაზე “სეუტასთან”, “ატლეტიკთან”, “ბეტისთან” და “ალმერიასთან”. ოთხივე მათგანში “ბარსელონამ” მეტოქის კარი დალაშქრა,
2– ჯერ “სეუტასი”, 1″ხელ “ატლეტიკის, 1–ხელ “ბეტისის” და 3–ჯერაც “ალმერიის”.
ამ სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბარსელონას” გასვლითი თამაში = მინიმუმ ერთ გატანილ გოლს.