ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ახალი შემტევი სამეულის დებიუტი ამერიკაში შედგება

“ბარსელონას” ახალი შემტევი სამეულის დებიუტი ამერიკაში შედგება

ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიდერის და კაპიტნის გარეშე ჩაატარებს. 

გარანტირებული არ არის, რომ მესის მოედანზე ყოფნა მთელი სეზონის განმავლობაში შეეძლება, ასე რომ ერნესტო ვალვერდემ ეს შემთხვევა მის გარეშე ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევად აუცილებლად უნდა გამოიყენოს. Sport მიიჩნევს, რომ ამხანაგურ შეხვედრებში ახალ შემტევ სამეულის დებიუტი შედგება – ლუის სუარესი, უსმან დემბელე და ანტუან გრიზმანი. 

გრიზმანის კლუბში მოსვლის შემდეგ, სამივეს ერთად მონაწილეობა არცერთ შეხვედრაში არ მიუღია. აზიურ ტურნეს სუარესი აკლდა, “კამპ ნოუზე”, “არსენალთან” კი, ურუგვაელი მინდორზე გავიდა, მაგრამ დემბელეს შეცვლა მოუხდა და სამეულის შეთამაშება ისევ ვერ ვიხილეთ. 

თუ ფილიპე კოუტინიო “არსენალში” იჯარით ნამდვილად გადავა, როტაციების დროს ამ ტრიოს ალბათ ყოველთვის ვნახავთ, მათი შეთამაშება კი შტატებში, “ნაპოლისთან” ორ ამხანაგურ შეხვედრაში უნდა მოხდეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2019, 03:30

    ხოდა ნაპოლისთან დროა უკვე რო ძიროთადი ბირთვი ათამაშოს და კონკრეტული ცვლილებები გააკეთოს მთელი კამანდის გამოცვლა აღარაა საჭირო