მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ვერმალენი “ვისელ კობეში” მის წინააღმდეგ თამაშამდე ერთი საათით ადრე  გადავიდა

ოფიციალურად: ვერმალენი “ვისელ კობეში” მის წინააღმდეგ თამაშამდე ერთი საათით ადრე გადავიდა

33 წლის მცველმა, ტომას ვერმალენმა, დღეს “ბარსელონა” ოფიციალურად დატოვა. 

ბელგიელი ფეხბურთელი “ვისელ კობეში” გადავიდა, რომელსაც კატალონიური გუნდი დაახლოებით ერთ საათში დაუპირისპირდება, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ვერმალენი “ბარსაში” “არსენალიდან” 2014 წელს გადავიდა. მან ერთი სეზონი იჯარით “რომაში” გაატარა, “ბლაუგრანას” მაისურით კი 53 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიოს თასი, სამი კოპა დელ რეი და 4 ლა ლიგის ტიტული მოიგო. ის კლუბის გულშემატკივრებს საიმედო მცველის სახელით დაამახსოვრდება, რომელმაც ძალიან ხშირი ტრავმების გამო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Don_Andresito
    schedule 27 ივლ 2019, 17:18

    ციტატა: Magician

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤

    ციტატა: Magician
    რამდენ ლიმონს გვიხდიან?


    ეგ რა კითხვააა???!!! რა თქმა უნდა უფასოდ! ჯიგარია ბართო rage rage


    მოწყალე პრეზიდენტი გვყავს 🙂


    kontraqti gauvida da.. vin ras gadagixdis yravmaelenshi. kargia mivides tore iniestas sisxli gaushres iseti idioti ukanaxazelebi yavs.

  • Magician
    schedule 27 ივლ 2019, 12:40

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤

    ციტატა: Magician
    რამდენ ლიმონს გვიხდიან?


    ეგ რა კითხვააა???!!! რა თქმა უნდა უფასოდ! ჯიგარია ბართო rage rage


    მოწყალე პრეზიდენტი გვყავს 🙂

  • Magician
    schedule 27 ივლ 2019, 12:32

    რამდენ ლიმონს გვიხდიან?

  • MisterD
    schedule 27 ივლ 2019, 12:27

    კაცი რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო რომ არ უთამაშია, ჩვენი ლეგენდა 😀 წარმატებები, მართლა ძალიან შემაყვარა თავი ცუდია რომ ტრავმებმა გააწამა