ანდრე გომეშს "ვალენსიაში" დაბრუნებას სთავაზობენ

ანდრე გომეშს "ვალენსიაში" დაბრუნებას სთავაზობენ

"ბარსელონას" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ანდრე გომეშს ყოფილ გუნდში, "ვალენსიაში" დაბრუნების შანსი გაუჩნდა.

ცნობილია, რომ 24 წლის ფეხბურთელი, მიმდინარე ზაფხულში, "კამპ ნოუს" დატოვებს. "ბარსას" გომეშის მინიმუმ 30 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ რეალური ინტერესი ჯერ არავის გამოუჩენია.

Sport-ის ცნობით, გომეშის დაბრუნების სურვილს "ვალენსია" გამოთქვამს, მაგრამ მხოლოდ იჯარით. "ბარსელონას" ფეხბურთელის გაყიდვა სურს და არა განათხოვრება, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში იჯარასაც დასთანხმდება იმ შემთხვევაში, თუ "ვალენსია" პორტუგალიელის ხელფასს სრულად გადაიხდის. თუმცა, "ღამურებს" ასეთი პირობა არ აწყობს.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება. შეთანხმების მისაღწევად 2 თვეზე მეტია დარჩენილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 25 ივნისი 2018 21:34
    0
    გასაშვებია სასწრაფოდ
    gaucho_10
    სტუმარი [?]
    #1 25 ივნისი 2018 16:16
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    30 მილიონს ვინც გადაიხდის იმას მიყიდეთ ან ვაფშეტა ნაპოლის ხო უნდა ეს და სავიჩის ტრანსფერში გამოიყენეთ

    რა შუაშია ნაპოლი და სავიჩი? სავიჩი ლაციოშია