workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კევინ-პრინს ბოატენგი: ამ ფანტასტიკური მაისურის ტარება დიდი პატივი იყო

კევინ-პრინს ბოატენგი: ამ ფანტასტიკური მაისურის ტარება დიდი პატივი იყო

32 წლის განელი თავდამსხმელი კევინ-პრინს ბოატენგი, რომელმაც გასული სეზონის მე-2 ნახევარი “ბარსელონაში” იჯარით გაატარა, Instagram-ზე პოსტს აქვეყნებს.

“დღეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დასრულდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა.

მადლობა თანაგუნდელებს, რომლებმაც პირველივე დღიდან თავი სახლში მაგრძნობინეს. ისინი ჩემპიონები და შესანიშნავი ადამიანები არიან.

მადლობა მენეჯმენტს.

განსაკუთრებული მადლობა კი გულშემატკივრებს: თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მინდოდა, თქვენთვის მეტი გამეკეთებინა, ვარჯიშებსა და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი. ამ ფანტასტიკური მაისურის ტარება, ჩემთვის, დიდი პატივი იყო. #ViscaElBarca #MesQueUnClub”.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” ბოატენგის “სასუოლოდან” 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვას და რომელიმე ესპანურ გუნდში გაშვებას გეგმავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Don_Andresito
    schedule 03 ივლ 2019, 04:26
    #4

    ციტატა: M10 S9 D11
    ბარსას მაისური თუ გინდოდა გეთქვა და გამოგიგზავნიდნენ რა საჭირო იყო 6 თვე ტყუილად დროის კარგვა სკამზე


    აბაა, ერთხელ მაინც დაერტყა კარში ზუსტად ზრდილობის გამო. რეებს აკეთებდა ტიპი. რეალმა რო ადებაიორი იყიდა მაგაზე უარესი ტრანსფერი გამოდგა

    ციტატა: Messiah
    მომავალ სეზონში ყველაზე მეტად იუვეს თამაში მაინტერესებს.. ვფიქრობ თუ ყველაფერი კარგად წაუვიდათ ქვას ქვაზე არ დატოვებენ .


    მე კიდე პირიქით მგონია, სერია აც არ დაკარგონ. სანამ სარი ტიკი ტაკას დანერგავს იუვეში რავი, დრო უნდა და გუნდიც უნდა აყვეს. რონალდო არ აყვება და კონფლიქტი გარდაუვალი მგონია. + კიელინი ბონუჩი და გუნდის 70% ასაკიანია, მაგათ რაღას გარდაქმნი. 1 წლიანი ექსპერიმენტი იქნება სარი, ეხლა ხო მოდაშია ტოტალური ფეხბურთი. როგორც რეალს არ გამოუვიდა და ჩელსის, ეგრე არ გამოვა იუვეშიც, შუა სეხონში თუ გააგდეს თამბაქო კაცი არ გამიკვირდება

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2019, 01:51
    #3

    ბარსას მაისური თუ გინდოდა გეთქვა და გამოგიგზავნიდნენ რა საჭირო იყო 6 თვე ტყუილად დროის კარგვა სკამზე

  • Don_Andresito
    schedule 02 ივლ 2019, 23:10
    #2

    ციტატა: geniosi
    აღარაფერი დადოოთ სანამ არგაოფიციალურდება რამე ტვინნი მ***
    ამდენი ერთიდაიგივე ჭორებით

    გრიზმანზე დადეთ ინფორმაციები ნეიმარზე აღარაფერი დაწეროთ ადმინ <3


    აქ ძმაო რომელიმე მწერალს საქმე თუ არაფერი აქვს და მოაყრის 4-5 სტატიას თორე ისე სამ ოთხ საათში ერთი სტატია ძლივს იდება თან 3 დღის წინანდელი ინფოები. ვინ რას დაწერს. გრიზმანზე მე გეტყვი თუ გინდა, ბოლო ცნობებით გამოსყიდვა გადაწყვეტილია, დაჟე ატლეტიკო აჩქარებს რო ფელიში გამოისყიდონ, ბარსა 5 ში წარადგენს დე იონგს, მერე იგეგმება თუ არ ვცდები ნეტოს პრეზენტაცია და გრიზის წარდგენა დაიგეგმა 11-12 ში. ასე რომ უახლოეს 3-4 დღეში გამოისყიდიან. შეილება კოპას დამთავრებას დაელოდონ მიანც მთელი ყურადღება აქეთ რო იყოს რა. ყოველ შემთხვევაში 100% ით ირწმუნება ყველა წყარო რო ტრანსფერი შედგება და პრესეზონს გრიზმანი გუნდთან ერთად დაიწყებს

  • geniosi
    schedule 02 ივლ 2019, 22:51
    #1

    აღარაფერი დადოოთ სანამ არგაოფიციალურდება რამე ტვინნი მ***
    ამდენი ერთიდაიგივე ჭორებით

    გრიზმანზე დადეთ ინფორმაციები ნეიმარზე აღარაფერი დაწეროთ ადმინ <3