"ბარსელონას" გეგმები დაცვის ცენტრთან დაკავშირებით

"ბარსელონას" გეგმები დაცვის ცენტრთან დაკავშირებით

დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონას" დაცვის ცენტრს მცირედით განახლებული შემადგენლობით ვიხილავთ.

კატალონიის რადიო, AS-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსელონას" მთავარი მიზანი იერი მინას მაღალი დონის გუნდში განათხოვრებაა. კოლუმბიელი უკანახაზელი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. "ბარსა" აპირებს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დაიცადოს და თუ 23 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა, მისი კარგ გუნდში განათხოვრების შანსი მოიმატებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონამ" მინა იჯარით ვერ გაუშვა, განიხილება ტომას ვერმალენის გაყიდვის ვარიანტიც. 32 წლის უაკნახაზელმა, გასულ სეზონში, თავი კარგად კი გამოიჩინა, მაგრამ მისი ტრავმის პრობლემა მოგვარებული ჯერ კიდევ არაა. AS-ის ცნობით, ვერმალენის შემთხვევაშიც, გადამწყვეტი მისი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა იქნება.

რაც შეეხება მომსვლელს - გუნდის პრიორიტეტი "სევილიას" ახალგაზრდა ფრანგი მცველი კლემან ლანგლეა, რომლის ტრანსფერიც, დიდი ალბათობით, შედგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 10 ივნისი 2018 11:28
    0
    მინა კარგი ბიჭია და კარგად ითამაშებს მომდევნო მატხებში.ვერმალენიც კარგი მცველია უბრალოდ წავიდა მაგის დრო.ლანგლე ისედაც მოსაყვანია და ასედაც
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #4 9 ივნისი 2018 22:58
    0
    მინას მარლონი დაემართება
    Ikks
    სტუმარი [?]
    #3 9 ივნისი 2018 17:15
    0
    ციტატა: Footballista
    Verma gayidon 15 limonad .

    15 ცოტაა მეტად უნდა გაყიდონ :დ
    bembele
    სტუმარი [?]
    #2 9 ივნისი 2018 17:05
    0
    ციტატა: metreveli_FCB
    4 მცველი უნდა იყოს გუნდში და ან მინა ან ვერმა უნდა დარჩეს თუ ლანგლე მოიყვანეს

    მე მგონია და სწორიც იქნება თუ ტრამვაელენი წავა და მინა დარჩება
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #1 9 ივნისი 2018 16:47
    0
    4 მცველი უნდა იყოს გუნდში და ან მინა ან ვერმა უნდა დარჩეს თუ ლანგლე მოიყვანეს