“ბარსელონა” მზადაა სარეზერვო გუნდის ლიდერები, ხუან მირანდა და ორიოლ ბუსკეტსი გაასხვისოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 19 წლის მარცხენა მცველმა და 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, “ბარსელონა ბ” დატოვონ. თუმცა, კატალონიური კლუბი მათი გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს, რადგან “ბლაუგრანაში” მიაჩნიათ, რომ საუბარი დიდ ტალანტებს ეხება.
ხუან მირანდა “ბარსელონას” აკადემიას 2014 წელს შეუერთდა. “ბარსელონა ბ”-ში, რომელშიც ის 2017 წლიდან თამაშობს, ფეხბურთელს 30 თამაში და 2 გოლი დაუგროვდა.
ორიოლ ბუსკეტსი “ლა მასიაში” 2007 წლიდან ირიცხება. “ბარსელონა ბ”-ში ის 2016 წელს დააწიანურეს. ბუსკეტსმა 54 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მირანდა თუ გინდათ გაყიდეთ არაფერი არ გამოვა მაგისგან იმენა ხეა აი ორიოლ ბუსკეცი კი უნდა მოვხოდოთ ძალიან ნიწიერი ბიჭია