არგენტინის ნაკრები ბარსელონაში ივარჯიშებს

არგენტინის ნაკრები ბარსელონაში ივარჯიშებს

ლეო მესის არგენტინის ნაკრები ისრაელში გასამართ ამხანაგურ მატჩამდე სავარჯიშო სესიებს კატალონიაში, "ბარსას" "სიუტატ ესპორტივაზე" გამართავს. ეს ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. 

ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ ვარჯიშს დღეს, 31 მაისს, 9:30 საათზე გამართავენ, სხვა დღეებში კი ვარჯიშები დილით იქნება, პარასკევის და ორშაბათის გარდა, როცა მოთამაშეები ორმაგ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. 

მსოფლიო ჩემპიონატისთვის შერჩეული შემადგენლობის გარდა, რომელსაც მესი კაპიტნობს, ბარსელონაში არგენტინის 20 წლამდელთა გუნდიც ჩავა, თუმცა ისინი სხვა მოედანზე ივარჯიშებენ. 

სამხრეთ ამერიკელები ესპანეთს 8 ივნისს დატოვებენ და ისრაელში გაემგზავრებიან, სადაც მატჩი 9 ივნისს გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 2 ივნისი 2018 15:32
    0
    არგენტინა იგებს მუნდიალს