ფეხბურთის საერთაშორისო ობსერვატორიამ (CIES Football Observatory) გამოაქვეყნა სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მიხედვით. მონაცემებში გათვალისწინებულია ფეხბურთელთა ასაკი, სათამაშო პოზიცია, კონტრაქტი და ა.შ
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით AS-მა ყველაზე ძვირადღირებული 11-ეული შეადგინა 4-3-3 სისტემით.
მეკარე
ფეხბურთის საერთაშორისო ობსერვატორიის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ალისონ ბეკერია. მისი სატრანსფერო ფასი 107,5 მლნ ევროა (შტეგენის მაჩვენებელი კი 95.2 მლნ ევრო)
მცველები
მცველებშიც დომინანტი “ლივერპულია”. მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდია, რომლის ფასიც 130.2 მლნ ევროა. აქვეა მისი შოტლანდიელი თანაგუნდელი რობერტსონი 88.3 მლნ ევროთი. ცენტრში ჰოლანდიელი კლდე ვირჯილ ვან დაიკია 112.1 მლნ ევრო, ხოლო მის გვერდით “მანჩესტერ სიტის” მცველი ლაპორტე 125.1 მლნ ევროთი.
ნახევარმცველები
აქ ბერნარდო სილვა ლიდერობს (136.9 მლნ ევრო), შემდეგ კი ფილიპე კოუტინიო (129.4 მლნდ ევრო) და პოლ პოგბა (125.1 მლნ ევრო) მოდიან.
ფორვარდები
ყველაზე საინტერესო წინა შემტევი ხაზია. სამწუხაროდ, ყველაზე ძვირადღირებულ შემტევებს შორის პლანეტის ორი გამორჩეული ფეხბურთელ – ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა. ფროვარდებს შორის პირველია და საერთო სიასაც ლიდერობს კილიან მბაპე, რომლის მიმდინარე სატრანსფრო ღირებულება 252 მლნ ევროა. მის შემდეგ მოდის მოჰამედ სალაჰი 219.6 მლნ ევრო და რაჰამ სტერლინგი 207.8 მლნ ევროთი.
ასტრალს იქითაა ფასები გასული ეს რა უბედურებაა
რა სპორტს უყურებ მეგობარო 🙂 რა ერთი თამაში არ ჩაუტარებია 😀 😀 😀
ვირაც ტიპები ერთობიან მსგავსი სისულელეებით
კაი რა სალაჰი? ტიპს ერთი წესიერი მატჩი არ ჩაუტარებია მაგარი დაჩლუნგდა ფეხბურთი
წამხდარა ფეხბურთი და ეგაა
აი იმ ფეხბურთის ……… სადაც მესი ,რონალდო, რამოსი, პიკე ,შტეგენი,დეხია ,ობლაკი ,მარსელო,ალბა,კარვახალი,სუარესი და ნეიმარი არიქნებიან ლიდერები და სეზონა ფეხბურთელები იქნებიან სათავეში
სტერლინგი 20 თეთრი სალაჰი 60 და მბაპე უფასოდ
სისულელე