"ბარსელონას" ტრიუმფალური ლიგა რიცხვებში

"ბარსელონას" ტრიუმფალური ლიგა რიცხვებში

"ბარსელონამ" 2017/18 წლების სეზონი ლა ლიგის მოგებით დაასრულა. კატალონიური გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 25-ედ გახდა. წარმოგიდგენთ ათ რიცხვს, რომელიც ამ სეზონში კლუბის გამოსვლას უკავშირდება. 

36

"ბარსა" სატურნირო ცხრილის სათავეში 36 კვირის განმავლობაში იყო. მთელი სეზონი მხოლოდ რამდენიმე დღით მეტი გაგრძელდა და ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა უფრო დაბალ პოზიციაზე მხოლოდ საწყისი ორი კვირა გაატარეს. 

28

გუნდმა პრიმერა დივიზიონში ამდენი შეხვედრა მოიგო. დანარჩენი მატჩებიდან 9-ში ფრე დაფიქსირდა, "ბარსას" მარცხით კი მხოლოდ ერთი დასრულდა. 

19

მატჩები, რომლებშიც "ბარსელონამ" კარი მშრალად შეინახა. მარკ ტერ შტეგენი გაშვებული გოლების სიმცირის მხრივ საუკეთესო ვერ გახდა, მაგრამ არც ბევრი გოლი გაუშვია. მან გოლი არ გაუშვა ისეთ გუნდებთან შეხვედრებში, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო". 

3 330

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ერნესტო ვალვერდეს მიერ ყველაზე მეტად გამოყენებული ფეხბურთელი გახდა. მან გუნდის კარი ერთის გარდა ყველა შეხვედრაში დაიცვა (გამონაკლისი "ვილიარეალთან" მატჩი იყო, რომელშიც გერმანელმა დაისვენა) და საერთო ჯამში მოედანზე 3 330 წუთი გაატარა. 

34

ამდენი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ოქროს ბუციც მოიპოვა. მეორე ადგილზე 25 გოლით ლუის სუარესი გავიდა.

12

სუარესი და მესი მხოლოდ გოლების გატანით არ გამოირჩეოდნენ. ორივემ 12 საგოლე პასი შეასრულა და სამხრეთ ამერიკელებმა პაბლო ფორნალსთან ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ასისტენტის წოდება გაიყვეს. 

2 495

ეს რიცხვი ივან რაკიტიჩს უკავშირდება. ხორვატმა ნახევარმცველმა სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი პასი შეასრულა და სერხიო ბუსკეტსსაც კი გაუსწრო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. მათ შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ჟორდი ალბას აქვს. 

9

2017/18 წლების სეზონი და სიტყვა "ქამბექი" კარგად ნამდვილად არ გაგვახსენდება, მაგრამ "ბარსელონამ" თამაშის ბედი თავადაც შემოატრიალა და ეს 9-ჯერ გააკეთა. პირველი მათგანი იყო "ხეტაფეს" დამარცხება, ასევე უნდა გამოვარჩიოთ მოგება "სოსიედადთან" და ფრე "სევილიასთან". 

21 770

ლა ლიგის სეზონი ყოველთვის დამღლელია და ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ისიცაა, რომ გუნდს ბევრი მგზავრობა უწევს. "ბარსელონამ" 19 საგარეო მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ ორ გუნდს ეწვია ავტობუსით, დანარჩენ შემთხვევაში კატალონიელებს თვითმფრინავის გამოყენება უხდებოდათ. ჯამში, მათ 21 770 კმ დაფარეს.

25

იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებმაც ძირითად გუნთან ერთად მოედანზე გარკვეული დრო გაატარეს. 2017/18 წლების სეზონში "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში ამ ფეხბურთელებმა ითამაშეს:

ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, კოუტინიო, მასკერანო, პაულინიო, დეულოფეუ, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მინა, ვერმალენი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #6 22 მაისი 2018 14:56
    0
    ციტატა: gio camp nou
    ციტატა: Footballista
    ციტატა: gio camp nou
    არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. სპეციალისტმა პირველად გამოძახებული 35 ფეხბურთელიდან საუკეთესო 23 გამოარჩია.

    მეკარეები - სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვილფრედო კაბალიერო (ჩელსი)

    მცველები - გაბრიელ მერკადო (სევილია), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), მარკოს აკუნია (სპორტინგი), კრისტიან ანსალდი (ტორინო), ფედერიკო ფასიო (რომა), მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი).

    ნახევარმცველები - ხავიერ მასკერანო (ჰებეი), ანხელ დი მარია (პსჟ), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი), ჯოვანი ლო ჩელსო (პსჟ), მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე), ევერ ბანეგა (სევილია), ლუკას ბილია (მილანი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი)

    თავდამსხმელები - ლეო მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

    მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება. არგენტინის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ისლანდიის, ხორვატიისა და ნიგერიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

    Higuani waatria da ikardi datova

    isev mesi tu izams rames tore........

    არგენტინა დადებს მსოფლიოს იმიტომ რომ ყავს ლეო მესი
    gio camp nou
    სტუმარი [?]
    #5 21 მაისი 2018 21:31

    #4 21 მაისი 2018 20:58

    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 21 მაისი 2018 20:10
    0
    გილოცავთ ამ ბრწყინვალ გამარჯვებას
    Culé [?]
    #2 21 მაისი 2018 19:51
    0
    ციტატა: L.suarez.9
    მეგობრებო თუ ვინმემ იცით რა ჯდება საქართველოდან ბარსელონაში გაფრენა ელ კლასიკოზე დასწრება და უკან დაბრუნება სულ 2-3 დღე. თავის ბილეთიანად ოღონდ ნორმალურ ადგილზე და სასტუმროიან ყველაფრიანად. მადლობა წინასწარ <3

    ბილეთს გააჩნია სტადიონზე რა ადგილზე იქნები და დაახლოებით აპბათ 1500 ლარის თემაა ზუსტად არ ვიცი
    L.suarez.9
    სტუმარი [?]
    #1 21 მაისი 2018 19:40