workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: პირველი გუნდს მალკომი დატოვებს

Sport: პირველი გუნდს მალკომი დატოვებს

ამ ზაფხულს “ბარსელონას” ახალგაზრდა ბრაზილიელი ვინგერი, მალკომი პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც გუნდს დატოვებს, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი, დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ამ ჩემპიონატიდან მალკომს არაერთი მსურველი ყავს და თავად ფეხბურთელსაც უნდა ინგლისში თამაში.

ჯერჯერობით უცნობია “ბარსელონა” ბრაზილიელი გაყიდვას აპირებს თუ განათხოვრებას.

გარდა ამისა, Sport იმასაც წერს, რომ “ბარსელონადან” 3 ფეხბურთელის წასვლა თითქმის დადასტურებულია, ესენი არიან: თომას ვერმალენი, ხეისონ მურილიო და პრინც ბოატენგი. ბელგიელი მცველი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, დანარჩენი 2 კი იქ დაბრუნდებიან, საიდანაც მოვიდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • cqviti7788
    schedule 28 მაი 2019, 10:23
    #13

    ყველაზე კარგად მესისთან ერთად მალკომმა ითამაშა, სისწრაფე, სითამამე, ერთიერთზე გაცდენის უნარი, მოედნის ხედვა. ეს სპორტული დირექტორი დეგენერატია ან ბრმაა ვერ ხედავს გუნდში ვისააქ პოტენციალი და ვის არაა(((((((((( . ბარსას ფანების აზრს თუ გადახედავენ ადამიანების ძირითადი მასის მიერ გაკეთებული შეფასება უფრო ობიექტურია ვიდრე ერთეული სპეციალისტების მიკერძოებული მოსაზრება.

  • zazala7
    schedule 28 მაი 2019, 09:15
    #12

    არ მგონია რომ ეს ინფორმაცია სწორი იყოს. მალკომსაც არ ექნება წასვლის სურვილი. თუ ვინმეს მისი გაყიდვა უნდა, მაშინ გაიხსენოს მალკომის თამაში კლასიკოში, კამპ ნოუზე და მერე გადაწყვიტოს ღირს თუ არა დატოვება

  • M10 S9 D11
    schedule 27 მაი 2019, 22:58
    #11

    მაშინ ვინმე წესიერი შემცვლელი მოიყვანეთ თუ არადა დაანებეთ თავი მშვენიერი ზამენაა და დაჟე წესიერი ტრენერის ხელში უფრო მოუმატებს ესეც და დემბელეც

  • BarcelloNista
    schedule 27 მაი 2019, 22:52
    #10

    Kai mwvrtneli unda da kai fexburts itamashrbs kai bichia dzan

    Namdvilad arminda ro gundidan wavides

  • neo222
    schedule 27 მაი 2019, 22:51
    #9

    მალკომი მოწყურებულია დიდ ფეხბურთს ტიტულებს, მისცენ შანსი და დაამტკიცებს, მე მისი ამ სეზონით კმაყოფილი ვარ, რა დროც მიეცა კარგი იყო. დროა ახალგაზრდებზე გაკეთდეს აქცენტი, უკვე სხვა ფეხბურთია , სწრაფი ფეხბურთი და პრესინგი ღუნავს ყველაფერს, ჩვენ არც სწრაფ ფეხბურთს ვთამაშობთ, პრესინგზე საუბარი ზედმეტია, ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი გვინდა მესის გარდა ყველა ბებერი გასაყრელია, ვინცაა გუნდში, არ მოაქვთ სარგებელი, ბარსა მსოფლიო ბრენდია ლალიგა არავის გვაკმაყოფილებს, რაკიტიჩი ბუსკეტსი აუთ, სუარესი მაქსიმუმ ერთი სეზონი უნდა დარჩეს,

  • nika 54
    schedule 27 მაი 2019, 22:44
    #8

    ციტატა: Geo_Barca
    კაით რა ეს ძან მაგარი ფეხბურთელია ამის ასე გაგდება არ შეიძლება. ტიპი ბორდოში დაფრინავდა გუნდის ლიდერი იყო. ცენტრიდან იტანდა გოლებს მარა აქ დრო არააქ და საიდან გვაჩვენებდა თავის კლასს. ერთი სეზონი კიდე უნდა აცადონ ამას ბოლობოლო იმსახურებს მაინც


    ეხლა ამას თუ აგდებენ და კოუტინიოს ტოვებენ მართლა ვეღარაფერი გავიგე, კაცი ზამენაზე შემოდის ათი წუთით და რეალთან ანგარიშს ათანაბრებს, ინტერთან სტუმრად გააქვს და ათამაშონ ერთი თამაში ბოლომდე რა იქნება.

  • rati
    schedule 27 მაი 2019, 21:55
    #7

    მალკომი ვინ ჩემი ფეხებია თუ გინდა პორტუშI წავიდეს

  • edmond
    schedule 27 მაი 2019, 21:33
    #6

    ციტატა: Barca_MNS
    22 წლის ფეხბურთელია, დიდი პოტენციალით, ბრსელონა უყვარს რამდენჯერაც გამოსულა მოედანზე უმოქმდედოდ არასდროს არა, ამწვავებდა მუდმივად ამდენი უთამაშობის მიუხედავად ფორმაშია ე.ი მონდომებული ვარჯიშობს…ასეთ ფეხბურთელს რატო უშვებენ ვერ ვხვდები. იმედია ვინც ვალვერდეს ამგივრად მოვა დააფასებს (იმედია ვინმე მოვა)


    სრულიად გეთანხმები თან 22 წლის ფეხბურთელის გაშვება არალოგიკურია

  • FutureDay
    schedule 27 მაი 2019, 19:53
    #5

    სკამისთვის კარგი ვარიანტია. ზოგიერთებისგან განსხვავებით ამ ფეხბურთელზე ვერ ვიტყვით რომ სეზონი ჩააგდო, თან იმის ფონზე რომ მცირე შანსები მიიღო და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ერთ შანსს კიდევ იმსახურებს და თუ დატოვებენ თავისუფლად თამაშს უნდა მიეჩვიოს, მითუმეტეს როცა საამისო ტექნიკა აქვს.

  • Barca_MNS
    schedule 27 მაი 2019, 19:41
    #4

    22 წლის ფეხბურთელია, დიდი პოტენციალით, ბრსელონა უყვარს რამდენჯერაც გამოსულა მოედანზე უმოქმდედოდ არასდროს არა, ამწვავებდა მუდმივად ამდენი უთამაშობის მიუხედავად ფორმაშია ე.ი მონდომებული ვარჯიშობს…ასეთ ფეხბურთელს რატო უშვებენ ვერ ვხვდები. იმედია ვინც ვალვერდეს ამგივრად მოვა დააფასებს (იმედია ვინმე მოვა)

  • messi and iniesta
    schedule 27 მაი 2019, 19:39
    #3

    ამათ შიგააქვთ მემგონი მალკომს ყიდიან ვაი თქვენს ჭკუას ერთს კი ვიტყვი თუ მართლა წავიდა არსენალში გადავიდეს, რა შეეხება ბუატენგსა და მურილიოს მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია ან მოსვლა რა იყო ან წასვლა

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 27 მაი 2019, 19:36
    #2

    Auuu Ara raaa sob sob sob sob sob

  • gogoliko2927
    schedule 27 მაი 2019, 19:27
    #1

    მალკომს დიდი პოტენციალი აქვს მე ამის უფრო მჯერა ვიდრე დემბელეს ტალანტობის