ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 მაისს მოხდა.

თამაშები

27 მაისს “ბარსელონას” 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1928 წელი

ამხანაგურ ტურნირზე “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” 2-2 ითამაშეს. კატალონიელთაგან გოლები რამონმა და აროშამ გაიტანეს.

1951 წელი

ესპანეთის თასის ფინალში “სოსიედადის” 3-0 დამარცხებით “ბარსელონამ” კუბალას ერაში პირველი ტიტული მოიგო.

1989 წელი

“ბილბაოსთან” 3-0 მოგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-900 გამარჯვება გამოდგა.

1992 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხეისონ მურილიო. 2018/19 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 6 თამაში ჩაატარა. მურილიომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1994 წელი

დაიბადა ჟოაუ კანსელუ.

1995 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდიმიგელ ანხელ ნადალის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

1996 წელი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “რეალ მადრიდის” ფეხბურთელი ლუის ენრიკე “ბარსელონაში” გადმოდიოდა.

2009 წელი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2-0 დაამარცხა. გოლები სამუელ ეტო’ომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. ეს შეხვედრა ეტო’ოსთვის ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 50-ე მატჩი გამოდგა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    27 მაი 2021, 15:00

    1996 წელი
    ოფიციალურად დადასტურდა, რომ "რეალის" ფეხბურთელი ლუის ენრიკე "ბარსელონაში" გადმოდიოდა.
    მოკლედ რასაც ამ საცოდავ ენრიკეს აგინებენ ჰალაზე, რამოსის ნაკრებში არ გამოძახების გამო და პუტალონელს ეძახიან. კი ვუთხარი კიდეც თქვე დებილებო რეალიდან არის ეგ მეთქი ვინ მოგისმინა.

  • Joakim Brodén
    27 მაი 2021, 12:39

    მურილიოსნაირი მცველები გვაკლია დღეს ზუსტად