
“დეპორტივოს” ბრაზილიელი ფეხბურთელის ლუის ფელიპეს აგენტმა გალისიურ სპორტულ გამომცემლობა El Ideal Gallego -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “დეპორტივო” ფეხბურთელში მეტისმეტად ბევრს ითხოვს.
“ჩვენი სურვილია ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს და “ბარსელონაში” გადაბარგდეს 10 მილიონი ევროს ფარგლებში, რაც ორივე მხარისთვის კარგი იქნებოდა. “დეპორტივოს” ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ფელიპეს გაყიდვას აპირებდნენ, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული ფასი დღევანდელ სატრანსფერო მარკეტინგს აღემატება. ისინი მეტისმეტად ბევრს ითხოვენ.”
კატალონიური სპორტული გაზეთი El Mundo Deportivo იტყობინება, რომ “დეპორტივოს” პრეზიდენტი ავგუსტო სეზარ ლენდორიო მექსიკიდან ხვალ დაბრუნდება და მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს. “დეპორტივო” ამჟამად 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ამ ტრანსფერში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი პედრო როდრიგესი.
წყარო fcbtransfers.blogspot.com