დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer ოლაიგბე 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer იამალი 81'sports_soccer ბისივუ 89'sports_soccer ბისივუ 90+1'sports_soccer
“ბარსელონა” გრიზმანისთვის ბრძოლაში მარტო არაა

“ბარსელონა” გრიზმანისთვის ბრძოლაში მარტო არაა

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” მთავარი სამიზნე ანტუან გრიზმანი, ზაფხულში, მადრიდის “ატლეტიკოს” დატოვებს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ევროპულ პრესაში, გრიზმანის მომავალთან დაკავშირებით, არაერთი ცნობა გავრცელდა.

ცნობილია, რომ “ბარსელონას” გრიზმანის დამატება დიდი ხანია სურს. კატალონიელები არაერთ თავდამსხმელს დააკვირდნენ, მათ შორის იოვიჩსა და როდრიგოს, მაგრამ გრიზმანი ყოველთვის პრიორიტეტი იყო.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გრიზმანისთვის მხოლოდ “ბარსელონა” იბრძოდა, თუმცა L’Equipe ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ანტუანის და, გასულ კვირაში, “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლებს შეხვდა. Mundo Deportivo-ც იუწყება, რომ პარიზული კლუბი ფრანგი ვარსკვლავისთვის სერიოზულად იბრძოლებს.

კატალონიის რადიოს ცნობით, გრიზმანს რამდენიმე შეთავაზება აქვს, მაგრამ ის უპირატესობას “ბარსელონას” ანიჭებს. კატალონიაში მოღვაწე ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი კი ირწმუნება, რომ გრიზმანმა “ბარსელონაში” გადასვლის შესახებ თანაგუნდელებს უკვე აცნობა. Calciomercato-ს მტკიცებით, ანტუანი კატალონიელებს უკვე შეუთანხდა და ის წელიწადში 17 მილიონ ევროს მიიღებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Don_Andresito
    schedule 15 მაი 2019, 16:27

    ციტატა: M10 S9 D11
    ჩვენთან მოვა გრიზი პესეჟე არა წნორის მილანი

    💥გრიზმანმა თანაგუნდელებს აცნობა,რომ “ბარსელონაში” გადადის
    წყარო – ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი

    💥პსჟ-ს და გრიზმანის წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა,მაგრამ ანტუანს კატალონიაში სურს
    წყარო – L’Equipe

    💥გუშინ,ესპანეთში საღამოს 7 საათზე,ჩვენი დროით (5-ზე) გრიზმანი კლუბის წარმომადგენლებს (ატლეტიკო) მიგელ ანხელ ხილ მარინის სახლში შეხვდა. სადაც ანდრეა ბერტა და სიმეონეც იმყოფებოდნენ. თავიდან გრიზმანი დაძაბული გახლდათ,თუმცა მალე სიტუაცია განიმუხტა და ხილ მარინს უთხრა,რომ ბარსელონასთან შეთანხმება აქვს.
    წყარო – 📰 [El Larguero – @manucarreno]

    მეც მაგრად მგონია რო აქ მოვა. რავი ვნახოთ. პსჟ ეს შეუძლია ეგ 120 აქეთ გამოუშვას და ორი შემტევიდან ერთს მივცემთ

  • M10 S9 D11
    schedule 15 მაი 2019, 13:28