ანდერ ერერა: მესი ყოველთვის საუკეთესო იქნება

ანდერ ერერა: მესი ყოველთვის საუკეთესო იქნება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა კატალონიურ კლუბზე, მის არგენტინელ ლიდერსა და მთავარ მწვრთნელზე საუბრობს.

"მესი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება იმის მიუხედავად, თუ ვინ გაწვრთნის მას. ის გვარდიოლას, ენრიკეს, ტატასა და ვილანოვას დროს კარგად თამაშობდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

კრიშტიანუ რონალდუს ვაღმერთებ იმის გამო, რასაც მან მიაღწია, მისი მონდომებისა და პიროვნების გამო. ის, ბავშვებისთვის, მისაბაძი მაგალითაია... მაგრამ მესის ღმერთი ჯადოსნური ჯოხით შეეხო.

ვალვერდეს არ გაუმართლა. ამ ეტაპზე, ის მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვრთნელში შედის. "ბარსელონას" ორი ტიტულის მოგების შანსი კვლავ აქვს და კატალონიელები ჩემპიონთა ლიგისთვის მომდევნო სეზონში იბრძოლებენ.

როდესაც "ბარსელონაში" მოთამაშე ესპანელებს ვესაუბრები ხოლმე, ისინი ამბობენ, რომ ვალვერდესთან მუშაობით კმაყოფილები არიან."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #2 13 აპრილი 2018 14:25
    0
    ციტატა: messi and iniesta
    მეესი საუკეთესო არის მაგრამ ოქქროს ბურთი თუ არა ბუცი უნდა აიღოს

    სალაჰი
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 13 აპრილი 2018 13:48
    0
    მეესი საუკეთესო არის მაგრამ ოქქროს ბურთი თუ არა ბუცი უნდა აიღოს