მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო.
“არის მხოლოდ ერთი მესი. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვიტყვი მასზე, ეს მაინც არასაკმარისი იქნება. მხოლოდ მისი შექება შეიძლება, მაგრამ ის ამას იმსახურებს.
როგორც მწვრთნელს ან ეროვნული ნაკრების კაპიტანს “ოქროს ბურთის” კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლია. შეგიძლიათ ჩემი გჯეროდეთ, მესი ყოველთვის იღებდა ჩემს ხმას.
რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა შესანიშნავი მოთამაშეებიც. მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.
ეს შეიძლება იხილოთ სტადიონზე, სადაც მის სიდიადეს 80 ან 90 ათასი მაყურებელი მიაგებს პატივს. რჩები უსიტყვოდ და უბრალოდ ბედნიერი ხარ, რომ ეს ადამიანი საერთოდ არსებობს და საფეხბურთო მოედანზე იმყოფება.
გუნდი მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი გყავს, ის ყოველთვის მოიტანს შედეგს.” – განაცხადა კოვაჩმა.
ყველაფერი ზუსტად ჩამოაყალიბა კოვაჩმა! მესი არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო და კარგია რომ მას უკვე ერთი ხმა აქვს!
❤❤
იმედია წააგებს ხვალ რეკორდმაისტერი და ბუნდეს ჩემპიონი დორტმუნდი გახდება
რა წააგებს ბაიერნის 1-იანი მიწერია :დდდ
იმედია წააგებს ხვალ რეკორდმაისტერი და ბუნდეს ჩემპიონი დორტმუნდი გახდება
შენ გირჩევნია ხვალ ჰანოვერს მოუგო