workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი, გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, Givemesport-მა სპორტის მოყვარულთა შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. გამოცემის აზრით 16 უდიდესი სპორტსმენი 4 ჯგუფად დაიყო. ჯგუფიდან საუკეთესო 2-2 სპორტსმენი მომდევნო ეტაპზე გადიოდა, სადაც ისინი ორ ჯგუფში ნაწილდებოდნენ. ამ ჯგუფების გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფინალში ხვდებოდნენ.

პირველი ჯგუფი: როჯერ ფედერერი (56%), სერენა უილიამსი (17%), ფლოიდ მეივეზერი (16%), ლუის ჰამილტონი (11%);

მეორე ჯგუფი: ლიონელ მესი (75%), მაიკლ ფელპსი (13%), ტომ ბრედი (8%), ფილ ტეილორი (4%);

მესამე ჯგუფი: კრიშტიანუ რონალდუ (40%), მაიკლ ჯორდანი (31%), ტაიგერ ვუდსი (27%), მარტინა ნავრატილოვა (2%)

მეოთხე ჯგუფი: მუჰამედ ალი (52%), პელე (19%), ლებრონ ჯეიმსი (17%), მიხაელ შუმახერი (12%).

როგორც ხედავთ, პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი ხმა ლიონელ მესიმ დააგროვა, მეორეზე კი მუჰამედ ალი გავიდა. სწორედ ამ სპორტსმენებმა იმარჯვეს მეორე ეტაპზე:

პირველი ჯგუფი: მუჰამედ ალი (32%), როჯერ ფედერერი (30%), კრიშტიანუ რონალდუ (30%), მაიკლ ფელპსი (8%);

მეორე ჯგუფი: ლიონელ მესი (65%), მაიკლ ჯორდანი (17%), პელე (11%), სერენა უილიამსი (7%).

ფინალში, რომელშიც მონაწილეობა 240 800-მა ადამიანმა მიიღო, დაძაბული ბრძოლა გაიმართა და 51%-ით ლეო მესიმ გაიმარჯვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • messi and iniesta
    schedule 26 აპრ 2019, 17:03
    #14

    მესი არა მარტო ფეხბურთის მეფე არამედ სპორტისაც

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 26 აპრ 2019, 14:02
    #13

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: king artthur
    ძაან არასწორი შედარებაა


    Araferi araa araswori ratoa araswori wamyvani sportidan varakvlavebia amogebuli da mesi sporcmeni ar aeis ro gaimarjva tu ra aris araswori


    გეთანხმები არასწორი შედარებაა
    მესი არ უნდა ყოფილიყო მაგ ს.ი..რ..უ..ლ.. გამოკითხვაში
    მესი აღიარა ყველამ როგორც უცხოპლანეტელი😁😁😁😂😂

  • Bola
    schedule 26 აპრ 2019, 09:46
    #12

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛

    ციტატა: Bola
    ფელფსი, ჰაკუჰო,ბოლტი,ტალახაძე, ტედი რინერი… ესენი ისეთი მოვლენები არიან თავიანთ სპორტში რო არავისთან არ ადარებენ… უბრალოდ ძალიან უსწრებენ კარიერულად ყველა დანარჩენს. როგორც სპორცმენები გაცილებით წინ არიან ვიდრე მესი. თუმცა როგორც სპორტი მნიშვენლობა რა თქმა უნდა სხვადასხვაა და მესი გაცილებით დიდ სპორტშია ერ-ერთი ლიდერი.


    Riti arian chamotvliltagani tundac mesize win


    რა რითი კაცო :დ ყველა და ყველაფერი მოიგეს. სხვებთან შედარებით პირადი ტიტულები ათჯერ მეტი აქვთ. რეკორდები მათ ეკუთვნით და არც არავინ ადარებს თავიანთ სპორტში სხვებს. მესის აგერ რონალდოს გიდარებენ და პელე მარადონაზე არც ვსაუბრობ. 5-5 ოქროს ბურთი აქვთ. ლიგაც არააქვს ყველაზე მეტი. გოლებიც არაქვს ისტორიაში ყცელაზე მეტი. მე კი ვიცი მესი საუკეთესო როა მარაა აიი როგორც ასეთი ამას ერთხმად არავინ იტყვის. მაგრამ ჰაკუკომ 41 ჯერ მოიგო ხოარ ღადაობ :დ ტოჩიმ 1 ხელ აწია იმპერატორის თასი. ტედი რინერს ბრძოლა გდებით არააქვს წაგებული და იაედაც თითქმის არასდროს წაუგია. ყველაფერს იგებს ყოველთვის. ტალახაძე თავის რეკორდებს ხსნის ახლოსაც არაა არავინ. ბოლტი მოვიდა დაა რეკორდები რეკორდებზე დადო. ფელფსმაა იმდენი ოლიმპიური ოქრო მოიგოო რო ჩვენ ისტორიაში არ გვაქვს ქვეყანას მაგდენი მგონი. რეკორდსმენია… ყველა დროის ყველაზე დიდი ოლიმპიური მოთამაშეა. აქ უბრალოდ ისაა რომ ეს ფეხბურთია და პოპულარობა და დონეც სხვა არის მაგრამ როგორც სპორცმენი მესი საუკეთესოებში არ არის. მთლიანად უნდა შეხედო თავის ყველაფრით. ტოტალური დომინირებით. არც არასდროს იქნება რომელიმე ფეხბურთელი საუკეთესოებში იმიტო რო ეა ფეხბურთია და აქ მსგავსი მოვლენები არ ხდება. ამიტომაც უყვარს ხალხს.

  • king artthur
    schedule 26 აპრ 2019, 02:18
    #11

    ძაან არასწორი შედარებაა

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 26 აპრ 2019, 00:34
    #10

    ციტატა: Bola
    ფელფსი, ჰაკუჰო,ბოლტი,ტალახაძე, ტედი რინერი… ესენი ისეთი მოვლენები არიან თავიანთ სპორტში რო არავისთან არ ადარებენ… უბრალოდ ძალიან უსწრებენ კარიერულად ყველა დანარჩენს. როგორც სპორცმენები გაცილებით წინ არიან ვიდრე მესი. თუმცა როგორც სპორტი მნიშვენლობა რა თქმა უნდა სხვადასხვაა და მესი გაცილებით დიდ სპორტშია ერ-ერთი ლიდერი.


    Riti arian chamotvliltagani tundac mesize win

  • Bola
    schedule 25 აპრ 2019, 23:57
    #9

    ფელფსი, ჰაკუჰო,ბოლტი,ტალახაძე, ტედი რინერი… ესენი ისეთი მოვლენები არიან თავიანთ სპორტში რო არავისთან არ ადარებენ… უბრალოდ ძალიან უსწრებენ კარიერულად ყველა დანარჩენს. როგორც სპორცმენები გაცილებით წინ არიან ვიდრე მესი. თუმცა როგორც სპორტი მნიშვენლობა რა თქმა უნდა სხვადასხვაა და მესი გაცილებით დიდ სპორტშია ერ-ერთი ლიდერი.

  • M10 S9 D11
    schedule 25 აპრ 2019, 19:37
    #8

    აი როგორი შედარებაა იცი ბრუსლი უფრო მაგარია თუ ჩიბურდანიძე

  • ika9101
    schedule 25 აპრ 2019, 19:33
    #7

    მართლა საბავშვო ბაღია .

  • zazo
    schedule 25 აპრ 2019, 18:59
    #6

    ფელპსი 8 პროცენტი ბევრმა არც იცის ალბათ ვინაა :დ

  • MERENGUE
    schedule 25 აპრ 2019, 18:35
    #5

    რავქნა ახლა რონალდუ ძალიან მაგარია რობოტია არაადამიანია მარა ნუ მესი მაინც საუკეთესოა 👑

  • M10 S9 D11
    schedule 25 აპრ 2019, 18:05
    #4

    ყველა სპორტს ყავს თავის საუკეთესო სპორტსმენი ეს რა დებილობაა სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლების ერთმანეთში შედარება

  • Givibarca
    schedule 25 აპრ 2019, 18:04
    #3

    ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხომ იყო და ახლა ყველა დოის საუკეთესო სპორტსმენიც გახდა heart_eyes

  • ^Barca-Vision^
    schedule 25 აპრ 2019, 18:03
    #2

    Peles da maradonas wneva daartyamt male ase tu gagrdzelda😂😂😂😂😂😂

  • nikabarca
    schedule 25 აპრ 2019, 18:02
    #1

    ყველა დროის საუკეთესო!!!!!!