ჩიკი აგუეროს აგენტს შეხვდა

ჩიკი აგუეროს აგენტს შეხვდა

როგორც კატალონიური სპორტული გამომცემლობა El Mundo Deportivo იტყობინება, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ხუთშაბათ დილას შეხვდა არტურო კანალესს, რომელიც არის მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი თავდამსხმელის სერხიო აგუეროს აგენტი.

კატალონიური გამომცემლობა იუწყება, რომ ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული კუნ აგუეროს გადაბარგება კატალონიის “ბარსელონაში” მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. შეგახსენებთ რომ არტურო კანალესი, რომელიც სერხიო აგუეროს აგენტია არის ასევე ხერარდ პიკეს აგენტი და შესაძლებელია გახდეს ასევე “ბარსელონას” ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელის ბოიან კრკიჩის აგენტიც.

წყარო fcbtransfers.blogspot.com

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია