Mundo Deportivo-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომელი ფეხბურთელი სურს “ბარსელონას” გულშემატკივრების მნიშვნელოვან ნაწილს ლუის სუარესის შემცვლელად. გამოკითხვაში მონაწილეობა 48 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი ხმების ყველაზე დიდი ნაწილი 12 მოთამაშეზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
ანტუან გრიზმანი – 2%
ნიკოლა პეპე – 2%
ანდრე სილვა – 2%
კშიშტოფ პიონტეკი – 2%
ტიმო ვერნერი – 2%
რობერტო ფირმინო – 3%
მაურო იკარდი – 3%
ნეიმარი – 4%
მაქსი გომესი – 4%
ლუკა იოვიჩი – 7%
ჰარი კეინი – 14%
კილიან მბაპე – 48%

პსჟ-ს ვარსკვლავმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა კლუბის ყველაზე რეალური სამიზნე მაინც “აინტრახტის” ფორვარდი ლუკა იოვიჩია.
მბაპე კი არა, სუარესის წონის დაგდებაზე იზრუნეთ ჯობია, ეს თითქმის უფასოა!
მბაპე, ნეიმარი და მეორე, მესამე და მეოთხე მესი თუ არა მეხუთე მესი მაინც დაივიწყეთ, იმ სასტავისაგან დიდებული გუნდი დადგება, ოღონდ ვალოდიას ხელში ვერა!