„ნაპოლიში“ დეულოფეუს ადგილი აღარ რჩება

„ნაპოლიში“ დეულოფეუს ადგილი აღარ რჩება

Sport-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში "ნაპოლი" ამინ იონესის ტრანსფერს დაადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი ჟერარ დეულოფეუს შეძენაზე აღარ იმუშავებს.

დეულოფეუ ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის და იტალიაში დაბრუნებას გეგმავს, სადაც მან "მილანთან" ერთად შთამბეჭდავი ნახევარი სეზონი ჩაატარა. "სან სიროზე" გადაბარგება ესპანელი ფორვარდის პრიორიტეტია, მაგრამ "როსონერის" ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლია.

პრეტენდენტია "ინტერიც", მაგრამ რაფინიას გაფორმების შემდეგ, "ნერაძურის" სატრანსფერო პრიორიტეტი ხავიერ პასტორე გახდა.

ინტერესს გამოხატავს "რომაც", რომლის სპორტულ დირექტორს, მონჩის დეულოფეუსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. წინადადება მოსალოდნელია, მაგრამ ჯერჯერობით, ჟერარის წასვლის საკითხს სერიოზული სახე არ მიუღია. "კამპ ნოუდან" გადაბარგების კანდიდატი ალეიშ ვიდალიცაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 26 იანვარი 2018 17:59
    0
    დეუ უნდა გაგვეშვა
    jajinio
    სტუმარი [?]
    #6 26 იანვარი 2018 01:28
    0
    ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი 22 წლის ჰავბეკის თამაშით მოხიბლულია და მას ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული უთვალთვალებს. ჯერ-ჯერობით არ შეთანხმებულა ორი კლუბი - ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ £90 მილიონ ფუნტს ითხოვენ, "წითლებს" კი ეს თანხა ძალიან ეძვირებათ.

    "მერსისაიდელთა" გარდა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესებს "არსენალი" და "ბარსელონა" გამოხატავენ, მაგრამ Liverpool Echo-ს თქმით თუ ლემარი იანვარში სადმე წავა ეს ქალაქი ლივერპული იქნება.

    გუშინ გვიან ღამით "მონაკოს" ნახევარმცველმა ტომას ლემარმა გუნდის შემადგენლობა დატოვა და ეს ტრავმით არ ყოფილა განპირობებული. ფეხბურთელმა იმავე დღეს "ლივერპულთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედიის მთელი დასი იუწყება.
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #5 26 იანვარი 2018 00:49
    0
    ციტატა: lesane C
    ციტატა: BARCELONA(iniesta)
    ერთი გამაგებინეთ დეუ თუ აღარ უნდა ვალოს,დემბოს სუას მესის ვინ შეცვლის ხოლმე? P.S პაკო არ ითვლება

    და მაგათ მაგივარად სად უნდა ითამაშოს? 4-4-2 ტაქტიკაში ვაბშე არ ჯდება და ისეც შეტევაში ძაან ბევრი ხალხი გვყავს და ამისთვისვე აჯობებს თუ წავა,თორე იჯდეს სკამზე ჩვენ რას გვიშლის

    ვინ გვყავს შეტევაში ძაან ბევრი ხალხი ხო ვერ მეტყვი ელემენტარული გარღვევა ვისაც შეუძლია?
    ზამენის ხალხიდან ერთადერთი დეუ იყო ისეთი კაცი ვინც მხოლოდ უკან პასს არ აკეთებდა. ვიდალი ვერ ბედავს გაქცევას არადა შეუძლია, დენის სუარესი დგება ხოლმე და ქათამივით დარბის, დემბელე როდის ჩადგება ფორმაში არავინ იცის და იგივეა კოუტინიოზეც. პაკო არ ითვლება ეგ ძალით ცენტრფორვარდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 იანვარი 2018 00:21
    0
    ხოდა დარჩეს დეულოფეუ ბარსაში წინ დიდი სეზონია და გამოგვადგება..
    [?]
    #3 25 იანვარი 2018 22:44
    0
    ციტატა: BARCELONA(iniesta)
    ერთი გამაგებინეთ დეუ თუ აღარ უნდა ვალოს,დემბოს სუას მესის ვინ შეცვლის ხოლმე? P.S პაკო არ ითვლება

    ნუ პაკო სუას შეცვლის მარა ფლანგებზე ხო გვინდა ვინმე. ვიდალს განიხილავს მარჯვენა ვინგერად მარა წავა ალბათ ვიდალი. მარცნივ კოუმაც ითამაშოს შეიძლება მარა დეუ გუნდში იმიტომაა კარგი რო ხანდახან შემოვა ორივე ფლანგზე. პროსტა ეგაა რო სკამისთვის არ დარჩება თორე ჩემი აზრით ზამენისთვის კარგია. და თუ კაპიკები გადაიხადეს ან ისევ იჯარაზე დაგვიწყეს ჩალიჩი დაახვევინონ ყველას.
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #2 25 იანვარი 2018 22:03
    0
    ერთი გამაგებინეთ დეუ თუ აღარ უნდა ვალოს,დემბოს სუას მესის ვინ შეცვლის ხოლმე? P.S პაკო არ ითვლება
    Giorgi1
    სტუმარი [?]
    #1 25 იანვარი 2018 21:19
    0
    თუ მაგის გაშვება გადაწყვეტილია ლალიგაში უნდა დავტოვოთ რო ადაპტაცია გაიაროს და შეეჩვიოს ესპანურ სტილს