workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ესპანეთის სიამაყე

ბარსელონა – ესპანეთის სიამაყე

ჟურნალ “პრემიერ სპორტში” გამოქვეყნდა ერთი ძალიან ლამაზი და სასიამოვნო სტატია. მე ძალიან მომეწონა და მინდა ვისაც არ უნახავს იმათაც წაიკითხონ. ძირითადად “ბარსელონას” მოკლე ისტორიაა, მაგრამ ძალიან საინეტერესო, იმედია მოგეწონებათ.

საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”, გულშემატკრებისთვის უბრალოდ “ბარსა – ესპანეთის ავტონომიური ოლქის – კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. “ბარსა” უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია “Mes que un club” (უფრო მეტი ვიდრე კლუბი).

“ბარსა მალე გახდა კატალონიის და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად “ბარსელონა” კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს “ბარსელონამ” პირველი ტიტული “კოპა მაკაი” მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც “ვისკაისთან” დამარცხდა (1:2).

“ბარსელონა” ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის, ესპანეთის პირველი ჩემპიონის ტიტულიც “ბარსელონამ” მოიპოვა და დღეისთვის ბილბაოს “ატლეტიკთან” და მადრიდის “რეალთან” ერთად იმ სამ გუნდს წარომოადგენს, რომლებიც არასოდეს გავარდნილან “პრიმერა დივიზიონიდან.” “ბარსელონა” ცხრამეტ გზის ესპანეთის ჩემპიონია, ოცდახუთ გზის სამეფო თასის მფლობელი, სამგზის ევროპის ჩემპიონთა თასის, ოთხგზის თასების მფლობელთა თასის, სამგზის უეფას თასის და ორგზის ევროპის სუპერ თასის.

“ბარსელონას” მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ტიტულების მიუხედავად, კატალონიელ გულშემატკივრებს მათი საყვარელი გუნდის უმთავრეს წარმატებად სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის “რეალის” 0:5 -ზე ძლევა მიაჩნიათ.

“ბარსელონას” პირველი უმთავრესი წარმატება ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს უკავშირდება (ამჯერად მწვრთნელის რანგში), რომელმაც არსებობის ისტორიის მანძილზე “ბარსელონას” პირველად მოაგებინა ევროპის ჩემპიონთა თასი 1992 წელს. იმ დროს “ბარსელონას” “ოცნების გუნდს” ეძახდნენ, სადაც თამაშობდნენ: გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, როლანდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო.

2003 წელს კლუბის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. “ბარსელონას” პრეზიდენტად არჩეულ იქნა ახალგაზრდა ხუან ლაპორტა, რომელთან ერთადაც მოვიდა ასევე ახალგაზრდა მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები: ლიონელ მესი, რონელდინიო, დეკუ, სამუელ ეტო’ო და სხვები. ლაპორტას არჩევიდან წელიწადნახევარში “ბარსელონამ” მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, ხოლო ამ წლის 27 მაისს მესამედ მოიპოვა სანუკვარი თასი. ამჯერად “ბარსელონას” მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანი ხოსე (პეპე) გვარდიოლა არის. აღსანიშნავია ისიც, რომ გვარდიოლას საებიუტო სეზონი არის მწვრთნელის რანგში. “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში აქამდე რვაჯერ აქვს ნათამაშევი და აქედან ხუთ შემთხვევაში კატალონიელებმა ფინალში გასვლა მოახერხეს. საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” ინგლისურ კლუბებთან ოცდასამჯერ აქვს ნათამაშევი, საიდანაც კატალონიელებმა ცამეტჯერ იმარჯვეს, რვა შეხვედრა ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდენ. დღეისათვის “ბარსელონა” მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საფეხბურთუ კლუბია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი არგენტინელი ლიონელ მესი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია.

2009 წლის 27 მაისი დაუვიწყარი საღამო იყო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. მართლაც, რომ ბრწყინვალე მატჩის მომსწრენი გავხდით. “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთში არკვევდნენ ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობას. “მამჩესტერი” სათანადო წინაღმდეგობას ვერ უწევს, თუმცა ეს ნამდვილად მისი ბრალი არ არის, ეს უბრალოდ “ბარსელონას” დამსახურებაა, რომელმაც დამაჯერებლად, ლამაზად მოუგო “მანჩესტერ იუნაიტედს.” ამ მოგების შემდეგ “ბარსელონამ” ისტორიული ტრიპლეტი შეასრულა და გვარდიოლას გუნდმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, “მანჩესტერმა” კი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ზედიზედ ორჯერ მოეგო ჩემპიონთა ლიგა. “მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ევროპის ჩემპიონატში უძლიერესმა გაიმარჯვა.

“კატალონიის გული” ხოსე გვარდიოლა მწვთნელის რანგში აცხადებს, რომ: “წარმატება ფეხბურთელების ტალანტმა და მიზანდასახულობამ მოგვიტანა. დარწმუნებული ვარ ჩვენ სხვა შემადგენლობით ვერ გავჩემპიონდებოდით, მაგრამ მჯერა, რომ ბიჭები ამ შემადგენლობით სხვა მწვრთნელის თაოსნობითაც გახდებოდნენ ჩემპიონები. ფეხბურთში უმთავრეს როლს ფეხბურთელები ასრულებენ, მწვრთნელები კი ადგენენ წესებს, სთავაზობენ მოთამაშეებს სხვადასხვა იდეებს და აკვირდებიან თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ბარიერებს ცხოვრების სარბიელზე.” “ბარსელონამ”რომის ოლიპმპიურ სტადიონზე საფეხბურთო სპექტაკლი დადგა, რომლის მთავარი როლის შემსრულებლად ლიონელ მესი მოგვევლინა. ის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა უეფამ. მის მიერ გატანილი გოლი (თამაშში მ-2) სეზონში მეცხრე იყო, რომელიც მან ლიგაზე გაიტანა. თამაშის შემდეგ მის მიმართ ღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი უმთავრესი კონკურენტი, გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამბობდა: “მესიმ უბრალოდ ფანტასტირუად ითამაშა.”

ლიონელ მესის კარიერა 1995 წელს “Newetl.s..” დაიწყო, სადაც ის 2000 წლამდე ირიცხებოდა. ამის შემდეგ კი ბარსელონას აკადემიაში ჩაირიცხა. 14 წლისა ის უკვე “ბარსელონა C” -ში თამაშობდა. 2003 წლის 17 ნოემბერს კი მისი დებიუტი შედგა “ბარსელონას” ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. დებიუტი დრაგაუს სტადიონზე “პორტუსთან” ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

სანაკრებო დონეზე ლიონელ მესის ყველა ტიტული აქვს მოპოვებული.. ის 20 წლამდელთა არგენტინის ნაკრების ლიდერი იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2008 წელს მესი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სადაც ჩემპიონობასთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესი 10 ნომრიანი მაისურით თამაშობს, რომელიც მას ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ თავად გადასცა.

“ბარსელონას” თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი თანაავტორი ლიონელ მესია, ჩავი ერნანდესი მასზე ამბობს: “ის რასაც მესი აკეთებს ვერ ისწავლი, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია.” მესის თამაშის შემხედვარე ძნელია ჩავის არ დაეთანხმო.

წყარო – ჟურნალი “პრემიერ სპორტი” ავტორი – ზინაიდა მირცხულავა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward