კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა “სპორტის” ოფიციალური ვებ–საიტის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” “რივერ პლეიტის” ფლეიმეიქერის, ერიკ ლამელა შეძენითაა დაინტერესებული…
სულ მალე შესაძლოა ახალგაზრდა არგენტინელმა სამხრეთ ამერიკა დატოვოს და ევროპაში გადმობარგდეს. ამ ფეხბურთელმა თავისი თამაშით თვით “ბარსელონას”, “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ყურადღება მიიპყრო. როგორც “სპორტი” გვამცნობს, ახალგაზრდა ტალანტის ღირებულება 18 მილიონ ევროა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კატალონიური გრანდი ამ ფეხბურთელით დაინტერესებული ჯერ კიდევ 2004 წელს გალხდათ, როდესაც ერიკი ჯერ მხოლოდ ბავშვი იყო. საბოლოოდ “ბარსას” ხელმძღვანელები ვერაფერს გახდნენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=PYC1HS0qrlo]