მარკ ბერნალი გასული წლის აგვისტოში „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის 94-ე წუთზე ძირს დაეცა და მაშინვე მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო. მასთან ახლოს მისვლისთანავე თავში ხელები წაიშინეს პაუ კუბარსიმ და დანი ოლმომ, თუ მუხლშია პრობლემა, ესე იგი, დიდი ხნით მოგიწვეს უქმობა. მერე გაირკვა, რომ მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მენისკიც დაიზიანა. მისი ოცნება დაწყებისთანავე დასრულდა.
ფლიკი გასული წლის მაისში დანიშნეს მწვრთნელად, მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია აკადემიის ფეხბურთელებზე, მათ შორის, ბერნალზე, რომელიც “ბარსა ატლეტიკში” თამაშობდა, რიგით მესამე დივიზიონში. ჰანსიმ რეკომენდაციებიც მოითხოვა და ყველაზე დადებითი დახასიათება ბერნალზე მიიღო, რომელიც მონათლეს როგორც “ახალი ბუსკეტსი” – აღნაგობის, სათამაშო სტილისა და აზროვნების გამო. გასულ წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა, ფეხბურთელები გვიან დაბრუნდნენ, ამიტომ, ჰანსიმ თავდაპირველად სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელები შემოიკრიბა და ძალიან კმაყოფილიც დარჩა მათი გარჯით.
მოგვიანებით ფლიკმა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი აშშ-ის ტურნეში წაიყვანა და სათამაშო დროც მისცა. მათ შორის ყველაზე მეტად ისევ ბერნალი გამოირჩა.
ფლიკს განსაკუთრებით მოეწონა საყრდენი ნახევარმცველის სათამაშო სტილი. მერე კი გაუმართლა ახალაზრდას, ფრენკი დე იონგმა დაზიანება მიიღო, ბერნალმა – შანსი. “ბარსამ” ფინანსური კრიზისის გამო ვერც ჩავის მოთხოვნილი სუბიმენდი შეიძინა და ვერც ფლიკის მოთხოვნილი კიმიხი, თუმცა, ჰანსიმ ბერნალისა და კასადოს შემხედვარე გადაწყვიტა რომ გუნდი დაკომპლექტებულია, გადაწყვიტა რომ არავინ სჭირდება, ახალგაზრდების სათამაშო დონე შესაშურია. ორივე ერთად ათამაშა – ბერნალი ზუსტად ბუსკეტსის პოზიციაზე, კასადო კი მის ირგვლივ მოქმედი. ესე იგი, ერთს ბუსკეტსის როლი ერგო, მეორეს უფრო დე იონგის. ამ დროს “ბარსამ” “სიტისთან” გამართა ამხანაგური მატჩი და პეპ გვარდიოლასაც არ გამორჩენია ნიჭიერი ფეხბურთელი – “მარკ ბერნალმა გამაოცა – ბურთის კონტროლი, აზროვნება, ყველაფერი შთამბეჭდავი იყო.“
ბერნალი იმ დროისთვის 193 სანტიმეტრი იყო, ბუსკეტსზე ოთხი სანტიმეტრით მაღალი. ბურთის კონტროლით, ინტელექტითა და შეტევის უკანიდან დაწყების უნარით მართლაც ძალიან ჰგავს. დაიწყო სეზონი და ბევრისთვის მოულოდნელად ჰანსიმ 17 წლის ბერნალი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, საყრდენ ზონაში ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს იშვიათად ენდობიან, მაგრამ ბერნალმა ეს დაიმსახურა. მთავარი ამბავი პროგრესი იყო, მოსამზადებელ ეტაპზე ბერნალმა შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ყველა შეცდომას მომდევნო მატჩში ასწორებდა და დიდი პროგრესით მიუახლოვდა ძირითად შემადგენლობას. ითამაშა “ატლეტიკოსთან”, “რაიოსთან”, მატჩის ბოლოს კი ტრავმა მიიღო.
დავკარგეთ ბერნალი და გამოჩნდა კასადო, ბრწყინვალე პირველი ნახევარი ჩაატარა, არანაკლებ მოაწონა ყველას თავი, პასის კულტურითა და სწორი თამაშით, მერე ფრენკი დე იონგი დაბრუნდა, ჩაება კონკურენციაში და სეზონის მეორე ნახევრიდან ის იქცა მთავარ კაცად, კონკურენცია წაადგა, ფრენკიმ “ბარსელონური” კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.
ახლა კი შიდა წყაროები ამბობენ რომ ფლიკის ფავორიტი ისევ ბერნალია. სწორედ მისი რჩევით, დაბრუნება გადაიდო, ფლიკს სურდა, რომ ბერნალი ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო, სიჩქარე და რისკი საჭირო არ არის. ექიმებმა პარასკევს დადეს დასკვნა – ბერნალი სრულიად ჯანმრთელია და მზად არის დასატვირთად.
ფეხბურთელის გარემოცვა აღნიშნავს, რომ ტრავმის მერე ფლიკი ბერნალს ხშირად ესაუბრებოდა, რათა ახალგაზრდას მოტივაცია არ დაეკარგა, ის ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ოპერაციის შემდეგ ფლიკმა ბერნალი მოინახულა და თვითგანვითარებისათვის წიგნიც გადასცა – Supera Tus Limites („გადალახე შენი ზღვარი“). წიგნის ავტორია ფსიქოლოგი ჟორდი გილ მარტინი. პირველ გვერდზე კი ფლიკმა გაცილებით მეტი დაწერა, ვიდრე უბრალოდ – “სწრაფად გამოჯანმრთელდი”, მთელი გვერდი გაავსო სამოტივაციო წერილით, რამაც ბერნალზე ძალიან იმოქმედა.
როგორ ჩაიარა ამ პერიოდმა – ბერნალმა კიდევ ორი სანტიმეტრით მოიმატა, ახლა მისი სიმაღლე 1.95-ია, გარდა ამისა, ბევრი ივარჯიშა დარბაზში და გაიზარდა მისი კუნთოვანი მასაც. ოპერაციის მერე ჯერ სასტუმროში იცხოვრა, შემდეგ ბაზაზე, მერე 18 წელი შეუსრულდა და პირად საცხოვრებელშიც გადავიდა.
მიუხედავად ასეთი მძიმე ტრავმისა, “ბარსამ” მასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, გამოსასყიდად კი 500 მილიონი ევრო ჩაწერა. მის დაბრუნებას შემადგენლობაში სექტემბრის შუა რიცხვეიდან ელიან. თუმცა, არ არის გამორიცხული 31 აგვისტოს დაბრუნდეს, მაშინ, როცა “ბარსა” “რაიოსთან” ითამაშებს, ზუსტად იმ სტადიონზე, სადაც ტრავმა მიიღო. ეს კარგი ფსიქოლოგიური ტესტი იქნება, თუმცა, რა საჭიროა ასეთი წნეხი?!

Lasha Mamuladze, ბარსას ფანი და მიᲗუმეტეს Შენ ფანობაზე ვერ ისაუბრებ, აქ მე უფრო ობიეწტური ვარ რაც დავწერე ვიდრე Შენ და 80% აქ Შემოსული ხალხის, აი იამალზე რომ ამბობ მბაპეს აჯობაო არ გიტყდება? 9 გოლიᲗ აჯობა? მარᲗლა ფეხბურᲗს როგორ უყურებᲗს ესეᲗები ვერ გამიგია, გინდა სტატსიტიკიᲗ, გინდაᲗ პერფორმანსიᲗ მბაპე ამ Თაობის საუკეᲗესო ფეხბურᲗელია და კონკრეტულად წელს რაზეც არ უნდა იყოს ოქროს ბურᲗი დამოკიდებული მᲗავარი კანდიდატი დემბელეა
PUIOL5, მბაპეს საუკეᲗესოობა სად ვნახე?😂😂😂იქ რომ ზუსტადაც საუკეᲗესოა და ბაბუაᲩემმა გაიტანა პირველივე სეზონᲨი 31 გოლი ლალუგაᲨი დქცეულ გუნდᲨი და მოიგო ევროპის ოქროს ბურᲗი მის ყველაზე ცუდ წელᲨი😂😂😂მბაპემ კიარა იამალმა რა Ჩემი დიᲨლა მოიგო გერმანიასᲗან რაც გააკეᲗეს ეგეც საკმარისია, მბაპენ გაფაუგდო აქეᲗ გლანდებᲨი ყამალს ჰეტრიკი და ჯარიმაც აᲭამა მანამდე მაგარი, ყამალი სანამ სპერმატოზოიტად Ჩამოყალიბდებოდა მანამდე მბაპე უკვე იმ დროის საუკეᲗესო ტანალტად იᲗვლებოდა რონალდუ მესის ეპოქაᲨი და 18 წლის ასაკᲨი მსოფლიოზე ვინ არ გადაᲦუნა Თავისი არგენტინიᲗ😂😂😂
Football, მართლა რომ შენნაირი ფანობა ყავს რეალს მაგის გამოაა რომ მძულს ეგ კლუბი, თუმცა სამ საძუკველ გუნდში მაინც არ შემყავს, მარა შენ და შენისთანები ფეხბურთს საერთოდ რატო უყუტებთ ეგ მიკვირს, კარგი დავუშვათ წელს იამალმა აჯობა მბაპეს, აი ამის თქმა რა დიდი დანაშაულია??, ესეთი დაბალი დონოს კომენტარის გაკეთებას არ ჯობია თქვა წელს იამალმა აჯობაა მბაპესო პირობითად ვიძახი, რწც შეეხება ოქროს ბურთს საერთოდ არ ვფიქრობ, რომ იამალმა უნდა მოიგოს, თუმცა ბოლომდე არც დემბელეს ეკუთვნის ეგ, ინდივიდუალურობაზე თუ აქცენტი კეთდება მაშინ რაფაელ დიას ბელოლია მთავარი პრწტენდენტი, გაგიგია ალბათ..
იმედია ისევ ისე ათამაშდება ტრავმამდე როგორც თამაშობდა
PUIOL5, იამალის და რაფინიას დᲨ მე ვინ Ჩემი Ღლეა პრეზერვატივიდან გამოვარდნილი იამალი😂9 გოლი აქ ლალუგაᲨი და ოქროს ბურᲗს ტენიან, ხო მბაოემ უნდა მოიგოს აბა ერᲗი მიᲗხარი, ერᲗი! ვინც მბაპეზე უკეᲗესი სტატისტიკაც ექნება, ტიტულებიც, ჯილდოებიც, და პერფორმანსიც, ჰეტრიკი გადაუგდო ყამალს ყელᲨი ისე მოᲭიმა
PUIOL5, ან რა ესპანეᲗᲨი გახდა საუკეᲗესო?😂😂😂 ნაკრებᲨი როდრი ჯობია და ლალიგაᲨი მბაპე, ზუსტად მაგიტომაა ბარსას ფანებდ ყველაზე ცუდ ფანებს რო ეᲫახიან, გამოვა ვიᲦაცა ზანგი და რონალდუზე მაᲦლა აიყვანენ ეგრევე💀💀💀
სად ნახე ბაპეს საუკეთესოობა, მარკამ იამალი დაასახელა ოფიციალურად ლალიგის საუკეთესო ფეხბურთელად, ჰეტრიკი შეუსრულა თუარა რა იამალის დიშლა მოიგო მერე? ყველა კლასიკო წააგო ოფიციალური თუ ამხანაგური 😁😁 ტიტულებს რაც შეეხება რა ჩემი სლის ტიტული მაგას აქვს? საფრანგეფის თასი და ჩემპიონატი? მსოფლიო აქვს ერთი მნიშვნელოვანი და იქაც გრიზმანი იყო გუნდის ლიდერი. იამალმა ევროპაზე შიგ გლანდებში ხომ ტენა დაუვიწყარი გოლი? 16 წლის ბიჭი ლიდერობდა და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მოგებაში, როდრიზე არ ვდაობ მაგრამ გეცოდინება ტრავმა რომ მიიღო და გამოტოვა