ფეხბურთის ბევრ ბრაზილიელ ვარსკვლავს ჰქონია კატალონიის “ბარსელონაში” თამაშის სიამოვნება და კატალონიის “ბარსელონასაც” ჰქონია სიამოვნება “მასში” ეთამაშათ ისეთ ბრაზილიელებს, როგორიცაა რომარიო, რონალდო, რივალდო და რონალდინიო. თუმცა, არავის სრული 7 წლით. თუ ყველაფერი კონტრაქტის პირობების მიხედვით წავიდა, მაშინ დანი ალვესი “ბარსელონას” ისტორიაში იქნება ერთადერთი ბრაზილიელი, ვისაც გუნდის ღირსება 7 წლის მანძილზე ექნება დაცული…
ალვეში “ბარსელონაში” 2008 წელს, “სევილიადან” გადმობარგდა. ახლა მისი ახალი ხელშეკრულების თანახმად, იგი კატალონიაში 2015 წლამდე უნდა დარჩეს. თუ ყველაფერი ჩვეულებრივ ჩაივლის და დანი გუნდის დატოვებას, ან გუნდი დანის გაშვებას 2015 წლამდე არ გადაწყვეტს, მაშინ “ბარსას” “მარჯვენა მეფლანგე” გახდება “ბარსას” ერთადერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიის ღირსებაც 7 წლის მანძილზე ექნება დაცული. ამ დროისთვის ამ მაჩვენებლით ამაყობა მხოლოდ მოტასა და ევარისტოს შეუძლიათ, რომლებიც “ბარსას” ფორმას 6–6 წლის მანძილზე ირგებდნენ.
კლუბის 112 წლის მანძილზე ბევრ ბრაზილიელს შემოუბიჯებია ფეხი კატალონიელთა სამყაროში, თუმცა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ორია – რივალდო და რონალდინიო. რივალდო “ბარსას” მაისურით 1997–2002 წლებში გამოდიოდა, ხოლო რონალდინიო 2003/08 წლებში ცდილობდა “ბლაუგრანას” ფორმით წარმატების მიღწევას. ეს ფეხბურთელები კატალონიურ გუნდს განსაკუთრებულად დაეხმარნენ. ისინი ხომ “ბარსას” სულად და გულად იქცნენ და იყვნენ მაშინ, როდესაც გუნდს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მათი დახმარებით “ბარსამ” 4 “ლა ლიგას” ტიტულის, ერთი “ჩემპიონთა ლიგის”, 1 “სამეფო თასის”, ორი “ესპანეთის სუპერ თასისა” და ერთიც “ევროპის სუპერ თასის” მოპოვება შეძლო.
მართალია იგი მხოლოდ ერთი სეზონის მანძილზე ირგებდა ყოველ კვირას ბლაუგრანას მაისურს, თუმცა მისი მოღვაწეობა კატალონიურ კლუბში ნამდვილად დასაფასებელია. საუბარი რონალდოზეა. იგი “ბარსაში” ჰოლანდიური “პსვ ეინდჰოვენიდან” გადმოვიდა. თავის ერთადერთ სეზონში მან შეძლო და “ლა ლიგას” გუნდთა მეკარეები 34 გოლით დაასაჩუქრა.
ახლა 1996/97 წლების სეზონიდან ოდნავ უკან, კრუიფის “დრიმ თიმის” პერიოდში გადავინაცვლოთ. კრუიფის გუნდის თავდასხმის ხაზს, 1994 წელს აძლიერებდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა რომარიო. ბრაზილიელმა “ლა ლიგაში” კატალონიელთა მაისურით 30 გოლის გატანა მოოახერხა და ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრაც გვახსოვს, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა და მეტოქეთა კარსაც ისე აწუხებდა, როგორც ეს მთავარი როლის შემსრულებლს ეკადრება. იგი ქალაქ ბარსელონაში მხოლოდ წელიწად–ნახევარი იმყოფებოდა.