დეულოფეუ "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა

დეულოფეუ "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა

იტალიური Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" შემტევი ჟერარ დეულოფეუ მზადაა სეზონის ბოლომდე მილანის "ინტერში" ითამაშოს.

ცნობილია, რომ "ნერაძურის" 23 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენების ასე განვთარების წინააღმდეგი არც თავად დეულოფეუა, რომელსაც "ბარსელონაში" ბევრი სათამაშო დრო ისედაც არ ეძლეოდა, ხოლო უსმან დემბელეს გამოჯანმრთლება და ფილიპე კოუტინიოს დამატება მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" დეულოფეუს განათხოვრებას მისი 20 მილიონ ევროდ გაყიდვა ურჩევნია.

ჟერარ დეულოფეუს "ინტერის" პრინციპული მეტოქისა და თანაქალაქელის, "მილანის" შემადგენლობაში უკვე უთამაშია. გასული სეზონის მე-2 ნახევარი მან არენდით სწორედ "მილანში" გაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    CoutinhO7.
    სტუმარი [?]
    #2 8 იანვარი 2018 15:34
    0
    გაანათხოვრონ მაგრამ რომ გაყიდონ უკეთესი იქნება.
    Culé [?]
    #1 8 იანვარი 2018 15:12
    0
    გაუშვან