ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორი, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მარკ ოვერმარსი ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” გადასვლაზე საუბრობს.
“რა თქმა უნდა, წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება გვსურს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არარეალური იყო.
პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა. დე იონგის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს უნდოდა. “ბარსელონამ” უპირატესობა ბოლო კვირებში მოიპოვა.
საბოლოოდ, კატალონიელებს 86 მილიონზე შევუთანხმდით.
მაღალი ფასი ფრენკისთვის პრობლემა არ იქნება. მე მას ვიცნობ, ის ყოველთვის მშვიდი და თავდაჭერილია.
“ბარსელონა” ფრენკის სავსებით შეესაბამება. მიხარია, რომ მან “ბარსა” აირჩია. “აიაქსი” და “ბარსელონა” ერთანეთთან ყოველთვის იქნებიან დაკავშირებულნი.”
ჩვენც ძალიან გვიხარია რო ბარსა აირჩია
ძალიან მახარებს კარგი ტრანსფერები ბარსაში მარა ისიც მტკენს გულს, ლა მასიიდან რომ აღარ მოდის ახალგაზრდობა :/
Frenki deiongi da delixti

❤❤❤ eseaa ese kidev bevrii nichierii fexburtelii unda gamogvizardoss ajaxsma
yvelaferii kruifidan daiwyooo da eseelamazadunda gagrdzeldess