ოქსლეიდ ჩემბერლენი: კოუტინიოს ტრანსფერი? ასეთი შეკითხვები უადგილოა

ოქსლეიდ ჩემბერლენი: კოუტინიოს ტრანსფერი? ასეთი შეკითხვები უადგილოა

"ლივერპულის" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს "ბორნმუთთან" მატჩის შემდეგ "ბარსელონაში" სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება თხოვეს, მაგრამ ბრაზილიელის ნაცვლად, ამ კითხვას ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენმა უპასუხა.

"მისმინეთ, ფილი "ლივერპულის" ფეხბურთელია, ახლა კი სწორედ ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ის ყოველ მატჩში იხარჯება და ამაზე მეტს მოთამაშეს უბრალოდ ვერ მოვთხოვთ.

მიმდინარე სეზონში კოუტინიო მოქმედებს, როგორც ნამვდილი პროფესიონალი. ყოველ ჯერზე, როცა ის მოედანზე გამოდის, გუნდისა და ქომაგებისთვის ყველაფერს აკეთებს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი შეკითხვები უადგილოა."-ამბობს ჩემბერლენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.