კატალონიის ”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა, რომელმაც სულ ახლახანს ოპერაცია გაიკეთა, განაცხადა, რომ არ ელოდა მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან ასეთ მხარდაჭერას.
”ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ხალხს ასე ვუყვარდი.” – განაცხადა ფეხბურთელმა.
გუშინ აბიდალი საავადმყოფოში ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა და ვიცე-ორეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ მოინახულეს. იგეგმება, რომ დღეს ერიკს მოინახულებენ ხოსეპ გვარდიოლა, ანდონი სუბისარეტა, კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი.
გარდა ამისა, ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის დაწყების წინ, ფეხბურთელებმა აბიდალის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აბიდალის მხარდამჭერი მაისურები ეცვათ ”ალმერიის”, ”სპორტინგისა” და ”ესპანიოლის” ფეხბურთელებსაც, იტყობინება Sport.es