ლიონელ მესი კიდევ ერთ რეკორდთანაა ახლოს. “ბარსელონას” კაპიტანს შეუძლია, ლა ლიგაში 400 გოლი დააგროვოს და ამისთვის ხვალ, “ეიბარის” წინააღმდეგ თუნდაც ერთი ბურთის გატანა იქნება საკმარისი.
ესპანეთის ჩემპიონატის 90 წლიან ისტორიაში ასეთი შედეგი არავის აქვს, პრიმერა დივიზიონის მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე ახლოს კი არგენტინელთან 37 წლის არიც ადურისია, რომელიც, თუ გატანას ამ ტემპით გააგრძელებს, მესის ახლანდელ შედეგს დაახლოებით 25 წელიწადში გაუთანაბრდება.
ლიგის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი – 399 გოლი
2. კრიშტიანუ რონალდუ – 311
3. ტელმო სარა – 251
4. უგო სანჩესი – 234
5. რაული – 228
აქვე, მესის სტატისტიკა:
- თამაში: 434
- გოლი: 399
- წუთი: 34,859
- მოგება: 325
- ფრე: 70
- წაგება: 39
- ძირითადი შემადგენლობა: 386
- ცვლილებაზე გამოსვლა: 48
დღეს მიაჰეტრიკებს
ცოტა ტემპსაც მოუმატებს და ალბათ ასე 18 წლის მერე დაეწევა, ოღონდ ერთი პირობით,რწყილმა უნდა შეწყვიტოს გოლების გატანა.
ხო ნუ მესი დაანებებს ალბათ მაქამდე და ისიც შეყრის რა მერე
ისე რა მაგარი სანახავი იქნება 60 წლის ადურიცი რო დარბის
ვფიქრობ ადურიცს ექნება მაინც შანსი
ეიბარს შესცხებს ხვალ და ეგ იქნება