“სევილიას” სპორტული დირექტორი ხოაკინ კაპაროსი ადასტურებს, რომ მისი კლუბი “ბარსელონას” თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის დამატებითაა დაინტერესებული.
23 წლის ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ესპანელი შემტევი კლუბს ან სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს, ან კატალონიელები მას ზამთარში გაყიდიან.
“მუნირის ვარიანტი განიხილება. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს პროფილში ჯდება.
მას კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ვიცით, რომ გახანგრძლივებას არ აპირებს. ჩვენი კლუბი ამ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა, ასეც რომ იყოს, მაინც არაფერს გეტყოდით.” – ციტირებს კაპაროსის სიტყვებს Sport.
წავიდეს 15 მილიონად
სუარესს სულიც რო გაძვრეს, ამას აღარ ათამაშებენ ვსიო, რო თქვა არ ვახანგრძლივებო დასაჯა ვალომ
ზაფხულამდე დაიტოვონ ზოგჯერ ხო უნდა დაასვენონ სუა..