ბოლო ერთი წლის განმავლობაში, “ბარსელონამ” ორი კოლუმბიელი მცველი, იერი მინა და ხეისონ მურილიო შეიძინა. მინამ გუნდთან ერთად 6 თვე გაატარა, შემდეგ კი “ევერტონში” გადავიდა, მურილიო კი კატალონიელებმა “ვალენსიადან” ასევე 6 თვიანი იჯარით დაიმატეს და მისი პრეზენტაცია 3 დღის წინ შედგა.
ესპანური Marca-ს კოლუმბიელი საფეხბურთო ექსპერტები, ხაიმე დინასი და ხონატან საჩინი ამ მოთამაშეებს შორის განსხვავებებზე საუბრობენ.
“ორივე ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, თუმცა მურილიო სისწრაფით და ტექნიკით გამოირჩევა. ამ ასპექტში, ის მინაზე ათასჯერ უკეთესია, მენტალურად ძალიან ძლიერია და “ბარსელონას” სტილსაც უფრო შეეფერება.
მინა “ბარსელონაში” ეკონომიკური მიზნებისთვის მივიდა და კლუბმა მისი გაყიდვით სარგებელი მიიღო”.
3.5 — ???
ეს ნახევარი ადამიანი-მცველი ვერმალენიაა?
მინა ცოტა ტლანქი იყო ჩემი აზრით და რავი იმედია ეს მაინც გამოდგება თან ესპანეთის მოქალაქეობა აქვს როგორც ვიცი