workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზიკო: მესის საუკეთესოობისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება

ზიკო: მესის საუკეთესოობისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის, ზიკოს აზრით, “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მსოფლიოს თასის გარეშეც საუკეთესოა.

“დღესდღეობით ხალხი მხოლოდ ტიტულებზე ფიქრობს. ჩემი აზრით, უფრო მნიშნელოვანია კარიერა და ის, როგორ თამაშობდი.

ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. ხშირად ყველაფერი მხოლოდ შენზე დამოკიდებული არაა. საჭიროა, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობდეს.

შესაძლოა – მარტო გადაწვიტო თამაშის, მაგრამ არა მთელი ტურნირის ბედი. ის ფაქტი, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, მის დამსახურებას არ აკნინებს.

იოჰან კრუიფს მუნდიალი არ მოუგია, მაგრამ ის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელია და ყოველთვის ასე იქნება. იგივე ეხება ბევრ სხვასაც.

დღეისათვის ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინაა საუკეთესო. თუმცა, მესი და რონალდუ ყოველთვის გუნდურად თამაშობენ.” – ციტირებს ზიკოს სიტყვებს Goal.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward