ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟერარ პიკე “ბარსელონას” 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
Mundo Deportivo პიკეს გეგმების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.
წყაროს ცნობით, ჟერარს სურს, გარშემო მისთვის და კლუბისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები შემოიკრიბოს. მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩავი ერნანდესს ჩააბარებს, მისი ასისტენტი კი ანდრეს ინიესტა იქნება.
სპორტული დირექტორის პოსტს კარლეს პუიოლი დაიკავებს, რომელიც გასახდელის ხშირი სტუმარიც იქნება და ფეხბურთელების ყოველდღიურ პრობლემებს გაეცნობა.
განიხილება “კამპ ნოუსთვის” სახელის გადარქმევის ვარიანტიც. ცნობილია, რომ კომპანია Rakuten “ბარსას” სპონსორი პიკეს დახმარებით გახდა. კატალონიელს იაპონური კომპანიის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და იგეგმება, რომ მათი დახმარებით, სტადიონს დაერქმევა სახელი, რომელიც ბრენდთან ასოცირებული არ იქნება. ერთ-ერთი ვარიანტია Waka Waka Camp Nou.
პიკე შეეცდება შაკირას ფაქტორი გამოიყენოს. მისი მეუღლე მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია და მას შეუძლია “ბარსელონასთვის” სასარგებლო კონტრაქტები გააფორმოს.
და ბოლოს – დღეს, ესპანეთში, არის დღე, რომელიც ჩვენებური პირველი აპრილის ტოლფასია. თუმცა, ჯერ ძნელია იმის თქმა, Mundo Deportivo ხუმრობს, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა.
მახსოვს ეს დღეს შარშანაც აღნიშნეს ამათმა )
ისე სატავ , ხო ძალიან მაგარი იქნებოდა პიკე პრეზიდენტი, ხავი მწვრთნელი, პუიოლ სპოტიული დირექტორი ინი ან ასისტენტი ან ახალგაზრდული გუნდი, ნაღდი ოცნების ხეძღვანელობა!!!!!
შეიძლება ხუმრობაა, მარა ასეც რო იყოს რაც წერია თავისუფლად განხორციელებადია და ლოგიკურიც. აი სტადიონის სახელი წააგავს მაიმუნობას
ვაკა ვაკა არა, "როცა შენს დალალებს ქარიშლის".დდდდდდ
ეს უფრო აჯობებს: "მეტი ვიდრე, ღვინო, დუდუკი და ქალები"
რა ვაკა ვაკა
წესით ღადაობა რატო უნდა იყოს. პრეზიდენტობა რო უნდა ვიცით და Xავიესტა პუი რო გუნდში დასაქმდებიან და მაგათზე კარგს ვერავის მოიყვანს ეგეც ვიცით. პროსტა 2021 ძალიან ადრეა. 2-3 წელში პიკე ფეხბურთელის კარიერას არ დაამთავრებს რა დროს პრეზიდენტობაა. თორე როცა მიიღებს მონაწილეობას კი მოიგებს. ისე წავიდეს მომავალ წელს სადმე, ჩინეთი ყატარი ან იაპონია. მაყუთი გააკეთოს. თორე დე ლიხტი აქ მოსვლას პიკეს გამო ზადნავს და არა ფულის. თორე იმ რაიოლას მოიშორებს რო რამე.
მე და ნესტორა როგორ მოგვატოვეს
Mარტლაეგრე თუმოხდა თანახმავარ ვალვერდე დარცჰეს სეზონისბოლომდე😂
არ წავედი ოცნებებში თუ იღადავა და მუნდო დეპორტივოს დედაც
პიკე უეჭველი უნდა გახდეს პრეზიდენტი საჭიროაა
მაშინ Waka Waka ხუმრობა იქნება რა თქმა უნდა :დ
პიკეს პრეზიდენტობა იმედია მართალია. კენჭი თუ იყარა, მგონია, უეჭველი, გაიმარჯვებს