“ბარსელონას” ახალწვეულმა, ხეისონ მურილიომ, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
“ამ ფორმის ტარებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ახლა, ეს ოცნება რეალობად იქცა. იმედი მაქვს, მოედანზე თავს გამოვიჩენ.
ამ შანსით ძალიან ბედნიერი ვარ. “ბარსელონა” მსოფლიოში უდიდესი კლუბია. აქ ყოფნა ახდენილი ოცნებაა და იმედი მაქვს დიდხანს დავრჩები.
გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ყოლა დიდი უპირატესობაა. ყველამ ვიცით, ვისაც ვგულისხმობ. იმედი მაქვს, მას და გუნდს დავეხმარები.
იერი მინა ჩემი მეგობარია. მან აქ გადმოსვლა მირჩია.”
იმიტომ აკრიტიკებენ ჯიგარო რომ აზროვნება არ შეუძლიათ ან ღლაპი ბავშვები არიან
თავიდანვე რატო აკრიტიკებთ ჯერ გუნში არც კი მოსულა და უკვე ამბობთ რო არვარგა იქნებ და იმ გუნდებში ჰქონდა ცუდი სეზონები და ახლა აქ კარგად ითამაშოს