ფერნანდესმა მინას კლუბის გეგმები შეატყობინა

ფერნანდესმა მინას კლუბის გეგმები შეატყობინა

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა "პალმეირასის" ცენტრალურ მცველს, იერი მინას გუნდის გეგმები შეატყობინა, წერს MD.

კატალონიური კლუბის წარმომადგენელი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც 23 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტს შეხვდა.

ფერნანდესმა კოლუმბიელს გააგებინა, რომ "ბარსელონას" კვლავ სურს იერის გაფორმება და ამის გაკეთებას მომდევნო ზაფხული შეეცდება.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ მცველმა, შესაძლოა, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები განიხილოს, რადგან ესპანელებს არ სურთ მისი ზამთარში გაფორმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.