“ბარსელონას” ახალი მოთამაშე ჰყავს – 26 წლის ცენტრალური მცველი, ხეისონ მურილიო კლუბმა “ვალენსიადან” იჯარით დაიმატა. წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებიც კოლუმბიელის შესახებ უნდა იცოდეთ.
– ხეისონ ფაბიან მურილიო სერონი 1992 წლის 27 მაისს, “ბარსას” მიერ პირველი ევროპული თასის მოგებიდან 7 დღის შემდეგ, კოლუმბიის ქალაქ კალიში დაიბადა.
– ხეისონის ძმა, ხუნიორ მურილიოც პროფესიონალი ფეხბურთელია. ხუნიორი მშობლიური ქვეყნის მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ორსომარსოში” ირიცხება.
– მურილიო მესამე კოლუმბიელია, რომელიც “ბარსელონაში” ითამაშებს. კატალონიურ გრანდში ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი ლაურო გონსალო მოსკერა იყო, რომელსაც ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მეორე კი იერი მინა, რომელიც გუნდში რამდენიმე თვის წინ თამაშობდა.

ხეისონმა ფეხბურთის თამაში “დეპორტივო კალიში” დაიწყო და ევროპაში 18 წლის ასაკში წავიდა. 2010 წელს, ის იტალიური “უდინეზეს” წევრი გახდა, მაგრამ მალევე “გრანადაში” გაანათხოვრეს, სადაც დარჩა კიდეც და 2015 წლამდე თამაშობდა, თუ არ ჩავთვლით ორ სეზონს, როცა სხვა კლუბებში (2011/12 – “კადისი”, 2012/13 – “ლას პალმასი”) იყო განათხოვრებული.
“გრანადას” მაისურით, მურილიომ “ბარსელონას” წინააღმდეგ სამჯერ ითამაშა.
ესპანური კლუბის შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელმა საკმაოდ დიდი კარიერული ნაბიჯი გადადგა: დაბრუნდა იტალიაში და “ინტერს” შეუერთდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო და რეგულარულად თამაშობდა.
2017 წლიდან დღემდე, მურილიო “ვალენსიაში” თამაშობდა. ის ახლაც ამ კლუბის საკუთრებაა, “ბარსაში” კი სეზონის ბოლომდე დარჩება.
იმედი ვიქონიოთ, რომ 1.82 მ სიმაღლის მცველი მოლოდინს გაამართლებს და მისი კარგი თამაშის წყალობით სამუელ უმტიტის და ტომას ვერმალენის ტრავმებს ნაკლებად შესამჩნევი შედეგები ექნება.
[media=https://www.youtube.com/watch?v=NpQKH8HTsPM]
კედელი უყიდიათ და ეგაა 😀 😀
წარმატებები სხვა რა უნდა უსურვო
მეც სულ მაგას ვამბობ, რაზეც არ წერენ ის უფრო ხდება ხოლმე, მახსოვს სუარესის ამბავი ერთ კვირაში თუ უფრო ნაკლებში მოაგვარეს, უცბად შევედი და სუარესი ბარსელონას ფეხბურთელიაო რო გავიგე გამოვშტერდი
ბართომეუ გვაოცებს. შარშან ვინმეს რო ეთქვა მალკომი ვიდალი და მურილიო გვეყოლებაო დავცინებდი. ერთი ჭორიც არ დაწერილა მაგ სამზე. რო დაიწერა პირველი ჭორი რამდენიმე საათში გაოფიციალურდა სამივე. სრულიად არაბარსელონასეული იგროკია მარა სადაც პაულინიომ გაამარატლა და თავის დროზე 1 სეზონი მატიეც გამოგვადგა არაფერია გასაკვირი და გამორიცხული ამანაც ქნას რამე. თან დიდი პასუხისმგებლოჯა არც აკისრია მარა თუ ეხლა პიკე ან ლენგლე დაშავდა ყველაზე იღბალა კაცი იქნება მსოფლიოში. ისე თასებზე გამოდგება.
მოულოდნელი იყო…წარმატებები იმედია გაამართლებს