გაირკვა “ბარსას” შესაძლო მეტოქეების ვინაობა ჩემპიონთა ლიგაზე.
“ინტერი”
იტალიელები ჯგუფურ ეტაპში მეორე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ 1/8 ფინალიდან გამოაგდეს მიუნხენის “ბაიერნი”, ბურთების შეფარდებით 3:3, მაგრამ მათ 3 ბურთი გასვლაზე გაიტანეს, ხოლო სახლში მხოლოდ 1 მიიღეს. მათ შუა სეზონში შეიცვალეს მწვრთნელი . რაფაელ ბენიტესის მაგივრად მოვიდა ლეონარდო, ხოლო ბენიტესამდე კი იყო მოურინიო. გუნდი სერია ა–ში მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება “მილანს”. ეს სწორედ ის გუნდია, რომელმაც “ბარსა” გამოთიშა ლიგას 1/2 ფინალიდან გასულ სეზონში.
“ჩელსი”
ინგლისელები მხოლოდ ამ ტიტულისთვის იბრძვიან, რადგანაც ისინი გამოვარდნენ ინგლისის თასიდან და მხოლოდ თეორიული შანსია, ისიც მწირი, რომ მოიგონ პრემიერ ლიგა. კარლო ანჩელოტის გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში არადამაჯერებლად ასპარეზობდა, მაგრამ ზამთარში მათ ფერნანტო ტორესი შეიძინეს, რომელმაც გააძლიერა მათი შეტევიტი პოტენციალი. ბოლოს “ჩელსი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 2008–2009 წლის სეზონში შეხვდნენ 1/2 ფინალში. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობის ბედი გადაწყვიტა ანდრეს ინიესტამ, ულამაზესი შორეული დარტყმით.
“მანჩესტერი”
ეს ის კლუბია, რომელსაც 2009/09 სეზონის ფინალში “ბარსამ” დამაჯერებლად 2:0 მოუგო. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი პირველ ადგილზეა პრემიერ ლიგაში და 3 ქულიანი ჰანდიკაპი აშორებს მეორე ადგილოსანთან, ისინი ასევე მონაწილეობენ ინგლისის თასის 1/2 ფინალში. მათ ჰყავთ ორი შესანიშნავი შემსრულებელი: უეინ რუნი და ხავიერ ერნანდესი ( ჩიჩარიტო). ორივე იდეალურ ფორმაშია.
“რეალი”
7 წლის შემდეგ, როგორც იქნა ჟოზე მოურინიომ სამეფო კლუბი გაიყვანა 1/4 ფინალში. მადრიდელები ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილს დაეპატრონნენ და 1/8 ფინალში გამოაგდეს “ლიონი”, ბურთების შეფარდებით 4:1. ისინი ლა ლიგაში მეორე პოზიციაზე არიან და 5 ქულით ჩამორჩებიან კატალონიის “ბარსელონას”. თუ ეს გუნდები 1/4 ფინალში შეხვდებიან, მაშინ აპრილში, 15 დღესი 4 “ელ კლასიკო” გაიმართება: 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასის ფინალი. ბოლო დაპირისპირება ამ გუნდებს შორის დამთავრდა 5:0 კატალონიელთა სასარგებლოდ.
“ტოტენჰემი”
ამ გუნდის პროგრესი აშკარაა. ისინი დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გავიდნენ 1/4 ფინალში. პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემი” მეხუთე ადგილს სჯერდება. გუნდს ჰყავს ამომავალი ვარსკვლავი, გარეთ ბეილი და ორი საუკეთესო შემსრულებელი: პეტერ კრაუჩ და რაფაელ ვან დერ ვაარტი. მათ 1/8 ფინალიდან გმაოგდეს მილანი, ბურთების შეფარდებით 1:0. ბოლოს “ბარსა” და “ტოტენჰემი” ერთმანეთს თასების მფლობელთა თასზე შეხვდნენ 1982/83 წლის სეზონში, სადაც “ბარსამ” ანგარიშით 2:1 იმარჯვა.
“შალკე 04”
გერმანელები ძალიან მოკრძალებულად ასპარეზობენ მიმდინარე სეზონში. 28 ქულა აშორებთ ბუნდეს ლიგის პირველადგილოსანთან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე შეძლეს და 1/8 ფინალიდან გამოაგდეს “ვალენსია”, ბურთების შეფარდებით 4:2. “შალკეს” წელს დაემატა მადრიდის “რეალის” ცოცხალი ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო. ეს გუნდი “ბარსას” ბოლოს დაუპირსპირდა 07/08 სეზონის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, სადაც “ბლაუგრანამ” დაძლია გერმანული ბარიერი.
“შახტარი”
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დონეცკის “შახტარმა” შეძლო და ჯგუფურ ეტაპზე გადაუსწრო “არსენალს”, ასევე იტალიური გრანდი “რომა” გამოთიშა 1/8 ფინალს, ბურთების შეფარდებით 6:2. მირჩი ლუჩესკუს გუნდი ერთპიროვნული ლიდერია უკრაინის ჩემპიონატისა, ისინი მეორე ადგილოსან კიევის “დინამოს” 9 ქულით უსწრებენ. “ბარსა” და “შახტარი” 2009 წელს დაუპირისპირდნენ ბოლოს ერთმანეთს, სადაც “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” პედროს გოლის წყალოით იმარჯვეს ანგარიშით 1:0.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ekrJz1Xn6AI]