workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმტიტიმ გრიზმანისა და კოსტას დაპირისპირება გამოიწვია

უმტიტიმ გრიზმანისა და კოსტას დაპირისპირება გამოიწვია

“ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის სამუელ უმტიტის დაბრუნება იყო. ფრანგმა მცველმა დაბრუნების შემდგომ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და მოედანი მეტოქესთან სიტყვიერი დაპირისპირების გარეშეც არ დაუტოვებია.

ერთ-ერთ ეპიზოდში, დიეგო კოსტა და “ბარსელონას” უკანახაზელი საკმაოდ მწვავედ წაკამათდნენ. ცხადია, ამას თითოეული მოთამაშის თანაგუნდელების ჩარევა მოჰყვა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ანტუან გრიზმანი, რომელიც უმტიტის თანამემამულე და ახლო მეგობარია. თუმცა, როგორც ჩანს, ეს კოსტამ სხვაგვარად გაიგო და გრიზმანს უსაყვედურა.

“Movistar +”-ის კამერებმა დააფიქსირეს, როგორ მიდის კოსტა გრიზმანთან და ეუბნება: “შენი პარტნიორი მე ვარ, და არა უმტიტი.”

მადრიდელთა საბედნიეროდ, ეს დაპირისპირება მალევე აღმოიფხვრა და ფეხბურთელებმა კოსტას გოლი, რომელმაც ანგარიში გახსნა და “ატლეტიკო” წინ გაიყვანა, ერთად იზეიმეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • MessiAbuTidze4848
    schedule 26 ნოე 2018, 21:39
    #2

    კოშტა მართალი კარგი მებრზოლია მაგრამ ამდენადვე ნაბო*არი მასტია

  • Don_Andresito
    schedule 26 ნოე 2018, 20:46
    #1

    გრიზიმ როდრიგოსაც დასცხო. რა უნდოდა, გადმოსულიყო, ბევრად ძლიერი შეტევა გვეყოლებოდა