ერნესტო ვალვერდე: ვერმალენი თავის შანსს უნდა დაელოდოს

ერნესტო ვალვერდე: ვერმალენი თავის შანსს უნდა დაელოდოს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კატალონიური კლუბის ცენტრალურ მცველზე, ტომას ვერმალენზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის თავის შანსს უნდა დაელოდოს.

"ვერმალენი შესანიშნავად მუშაობს ვარჯიშებზე, თუმცა ის რთულ სიტუაციაშია. ტომასი უნდა დაელოდოს თავის შანსს და გამოიყენოს. იმედი მაქვს, ის თავს გამოიჩენს, როდესაც შესაძლებლობა მიეცემა. მე მას გუნდში ვხედავ", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

ესპანეთის ჩემპიონატში 9 ტური უკვე გაიმართა, ვერმალენი კი განაცხადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 24 ოქტომბერი 2017 18:24
    0
    დღეს ძირითადში ათამაშოს