“ბარსელონადან” განათხოვრებული ფეხბურთელების წარმატება

“ბარსელონადან” განათხოვრებული ფეხბურთელების წარმატება

მიმდინარე სეზონში უკვე საკმარისი დროა გასული იმისათვის, რომ “ბარსელონადან” სხვადასხვა გუნდებში განათხოვრებული ფეხბურთელების წარმატება/წარუმატებლობა შევაფასოთ.

წინა სეზონებისგან განსხვავებით, გასულ ზაფხულში, კატალონიელები აშკარად კარგად გაისარჯნენ და იჯარით გაშვებულ ყველა ფეხბურთელს შესაფერისი გუნდი მოუძებნეს. თითქმის ყველა ეს ფეხბურთელი რეგულარულად თამაშობს, თქვენ წარმოიდგინეთ, დუგლასიც კი.

პაკო ალკასერი

როდესაც განათხოვრებულ ფეხბურთელებზე და წარმატებაზე ვსაუბრობთ, პირველი თავში აუცილებლად პაკო ალკასერი მოგვდის. ფეხბურთელს, რომელიც “ბარსელონაში” სახალისო პერსონაჟად უფრო ჩამოყალიბდა, ვიდრე გამოსადეგ ფეხბურთელად, გერმანიაში ვერ აჩერებენ. “დორტმუნდის” მაისურით მან მოედანზე ჯერ მხოლოდ 400 წუთი დაჰყო, მაგრამ უკვე 9 გოლი გაიტანა – ერთი გოლი ტაიმში. ამ გოლების უმრავლესობა კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ მათი წყალობით ლიდერობს “დორტმუნდი” ბუნდესლიგას.

ანდრე გომეში

პორტუგალიელს აშკარად არ უმართლებს. “ბარსელონადან” ძლივს მოშორებულმა ფეხბურთელმა სეზონის ტრავმით დაიწყო. როგორც კი გამოჯანმრთელდა, მან “ევერტონში” თამაში დაიწყო და საკმაროდ კარგადაც, რის წყალობითაც ნაკრებში დაბრუნდა, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ მერსისაიდელები პორტუგალიელი ნახევარმცველით კმაყოფილები არიან და მის ყიდვაზე ფიქრობენ.

მარლონ სანტოსი

ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი იტალიური “სასუოლოს” სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე უკვე 10-ჯერ ვიხილეთ, რაც გუნდში მე-3 საუკეთესო შედეგია. “სასუოლო” კი, 19 ქულით, გათამაშების მე-7 ადგილზეა.

მარკ კუკურელია

ახალგაზრდა მარცხენა მცველი პირველ გუნდში დაწინაურების ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ ის “ეიბარში “გაანათხოვრეს. კუკურელია მოედანზე ხშირად არ გამოდის, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილებას ის მაინც იღებს. მან ესპანეთის თასზე “სპორტინგისა” და ლა ლიგაში “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ითამაშა.

დუგლას პერეირა

დიახ, ასეთი ფეხბურთელი ნამდვილად არსებობს. ის უკვე 4 წელია “ბარსელონას” საკუთრებაა, მაგრამ კურიოზული შემთხვევებით (მაგალითად, ავტობუსში ძილის დროს საჯდომის ტრავმის მიღება) უფრო გვამახსოვრებდა თავს, ვიდრე თამაშით. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, რომელიც, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, “ბარსელონაში” დანი ალვესის შემცვლელად მოვიდა, ჯერ “ხიხონში” გაანთხოვრეს”, შემდეგ “ბენფიკაში”, მაგრამ იმედები მან ვერსად გაამართლა. გასულ ზაფხულში დუგლასი თურქულ “სივასპორში” გაუშვეს იჯარით და ამჯერად ბრაზილიელმა თავი ნამდვილად გამოიჩინა. თურქეთის ჩემპიონატში დუგლასმა მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა, ისიც დისკვალიფიკაციის გამო. მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სერჟი პალენსია

“ბარსა ბ”-ს ყოფილმა კაპიტანმა, “ბორდოს” მაისურით, საფრანგეთის ჩემპიონატის 13 ტურიდან მონაწილეობა 12-ში მიიღო. ის ასევე რეგულარულად თამაშობს ესპანეთის 21-წლამდელთა ჩემპიონატში.

არდა თურანი

თურქი ნახევარმცველის სეზონის სპორტული კუთხით შეფასება რთულია. მასზე სასაუბროდ უფრო სისხლის სამართლის სპეციალისტობაა საჭირო. საქმე ისაა, რომ თურანმა, რომელიც იჯარით თურქულ “ბაშაქშეჰირში” თამაშობს, ერთ-ერთი მატჩის არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა და ამისთვის 16-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მოგვიანებით კი კიდევ უფრო დიდ შარში გაეხვა, რის გამოც მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Don_Andresito
    15 ნოე 2018, 03:11

    ციტატა: Giorgi Chubinidze
    Eseni ro yvela gayidon 50 miliins mainc ver anoigeben? 50 paulinho da kai mayuti grovdeba


    50 მარტო გომეში+პაკო უნდა ღირდეს. მარლონის გაყიდვა არ შეილება. მოუმატებს.. მალე ეგეთი მცველი 40-50 ეღირება. აუ რა გაარჭო იმ დღეს

  • gio575
    15 ნოე 2018, 00:34

    ავტობუსში რომ ჩაგეძინება და ტრავმას მიიღებ…

  • ^Barca-Vision^
    14 ნოე 2018, 21:27

    Eseni ro yvela gayidon 50 miliins mainc ver anoigeben? 50 paulinho da kai mayuti grovdeba

  • forever barcelona
    14 ნოე 2018, 19:59

    Palensia unda daawinauron semedu dziritadshi da mis shemcvlelad xolo roberto nax dacvashi