მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირა “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა “კულტურალ ლეონესას” წინააღმდეგ მატჩისთვის. სილესენი, მირანდა, ჩუმი, კუენკა, სემედუ, სამპერი, ვიდალი, დენისი, მალკომი, მუნირი, დემბელე – ასეთია კატალონიელთა თერთმეტეული.
აქამდე 21 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა “ვალიადოლიდთან” და “ლეგანესთან”, თუმცა ორივეგან შეცვლაზე შემოვიდა. დებიუტი ექნებათ აკადემიის მცველებსაც – მირანდას, ჩუმისა და კუენკას.
გუნდს დენის სუარესი უკაპიტნებს. სათადარიგოთა სკამზე ზის კარლეს ალენია. შეგახსენებთ, რომ თასის წესდების მიხედვით, მოედანზე ერთდროულად 4 ზე მეტი რეზერვისტის ყოფნა არ შეიძლება. ვალვერდემ თავი დაიზღვია და ერთ-ერთი გამორჩეული “ლა მასიელი” სასტარტოში არ შეიყვანა.
თავის მხრივ, “ლეონესას” მრავლისმთქმელი შემადგენლობა ასე გამოიყურება: პალაცი, საული, ნიჩე, ივან გონსალესი, ბერნალი, სერხიო, ლიბერტო, არიდანე, ხორხე ორტისი და ზელუ. როგორც ხედავთ, ლეონელები ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან კატალონიელთა წინააღმდეგ.
….შეცვლაზე ჰყოლია არტურიც :)))
კი :დდდ
არტურიც დაასვენა კარგია მერე გადაბმული ორი თამაში გვაქვს შაბათს 3 -ში რაიო და სამშაბათს 6 -ში ინტერი
ლეონელები ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან კატალონიელთა წინააღმდეგ. ღადაობთ?