workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიან კრკიჩი: “ბარსელონაში” თამაში შოკი იყო

ბოიან კრკიჩი: “ბარსელონაში” თამაში შოკი იყო

“ბარსელონას” ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი, ამჟამად “სტოკ სიტიში” მოთამაშე ბოიან კრკიჩი კატალონიურ გუნდში გატარებულ პირველ დღეებს იხსენებს.

“ბარსელონაში” ცუდი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ზეწოლას მომზადებული ვერ შევხვდი.

პირველ გუნდში გატარებული პირველი დღე მახსოვს. წყლის ბოთლიდან ხუთ მეტრში ვიჯექი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მწყუროდა, ბოთლს არ ვიღებდი. მეშინოდა, რამე არასწორად არ გამეკეთებინა.

17 წლის ვიყავი და “ბარსელონაში” ვთამაშობდი. ეს დიდი შოკი იყო. გასახდელში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვიყავი, როგორებიც არიან ეტო’ო, პუიოლი, მაქსველი, ინიესტა… ყოველი დღე სიზმარს ჰგავდა.” – ციტირებს ბოიანის სიტყვებს Marca.

ბოიანი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2007 წელს, 17 წლის ასაკში გამოჩნდა. კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 141 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა. 2011-2014 წლებში ბოიანი “რომაში”, “მილანსა” და “აიაქსში” იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც ის “სტოკ სიტის” შეუერთდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 06 ოქტ 2018, 20:50
    #3

    Pakom am sawyis Sam turshi imdeni goli gaitana mtliani sezonis ganmavlobashi rogaetana amdeni imazec arityoda xelmdzgvaneloba uars :ddd

  • sergio busquets5
    schedule 06 ოქტ 2018, 20:46
    #2

    მაკგრეგორი ხაბიბი რომელ არხზე და რომელ საათზე გაარკვიე ძმურად მადლობა წინასწარ

  • GORDO
    schedule 06 ოქტ 2018, 20:31
    #1

    მაკგრეგორი ხაბიბი რომელ საათზეა გამარკვიეთ რა ვინმემ, ხვალ დილის 6 თუ 8-ზე?